5.ხატავს მეხსიერებით

5. აქტივობა I. "თავისუფალი თემა".

მოსწავლეები თვითონ ირჩევენ ნახატის სიუჟეტს და ასრულებენ მას ნებისმიერი მასალით.

რესურსი

5.I. ნებისმიერი სახატავი მასალა.


შენიშვნა

5.I. უმჯობესია, მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტონ რას დახატავენ. იმ მოსწავლეებს, რომლებიც იტყვიან – “არ ვიცი, რა დავხატო”, მასწავლებელმა ამოსარჩევად უნდა შესთავაზოს რამდენიმე თემა - სავარაუდო თემები: “ზოოპარკში”, “ჩემი ეზო”, “ჩემი საყვარელი ცხოველი”, “სტუმრად ბებიასთან” და სხვა.


5. აქტივობა II. "შემოდგომის ნატურმორტი".

მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ და დახატონ შემოდგომის ხილი (იხ. IV თავი).

რესურსი

5.II. ნებისმიერი სახატავი მასალა ვიზუალური მასალა: პოლ სეზანის ნატურმორტები.