აქტივობა 1. მონაცემთა წაკითხვის, ანალიზის, შეფასების უნარის განვითარება, თანაბარწრფივი მოძრაობის შესწავლა

აქტივობის მიზანი:  

მონაცემთა წაკითხვის, ანალიზის, შეფასების უნარის განვითარება, თანაბარწრფივი მოძრაობის შესწავლა

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი:

  • კლასს ყოფს წყვილებად და თითოეულ წყვილს აძლევს დავალებას. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 15 წუთი.

დავალება: გრაფიკზე მოცემულია ველოსიპედისტის მდებარეობის ცვლილება,  მდებარეობა  აითვლება A წერტილიდან, რომელიც გრაფიკზე კოორდინატთა სათავეს შეესაბამება. მოძრაობის დასაწყისში ველოსიპედისტი A წერტილიდან რაღაც მანძილზე, მისგან მარჯვნივ, იმყოფებოდა.

 

 

 

მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად ეძლევათ 15 წუთი.

დროის გასვლის შემდეგ მასწავლებელი შეაგროვებს ფურცლებს და ერთ-ერთი მოსწავლე მსჯელობს და ასაბუთებს არჩევანის სისწორეს. თუ პასუხი არასრულია, მასწავლებელს ეტაპობრივად მიჰყავს მოსწავლეები სრულ დასაბუთებამდე.

 

პასუხი: ამოცანის პირობის თანახმად, ველოსიპედი შორდება A  წერტილს. ამიტომ დ) მრუდი არ შეიძლება იყოს სწორი პასუხი, როდესაც სხეული ხან შორდება, ხან კი უახლოვდება კოორდინატთა სათავეს.

ბ) წრფეც არასწორი პასუხია, რადგან სხეულის მდებარეობა, რომელსაც აღწერს ეს წრფე, დროის მიხედვით არ იცვლება.

გ) წრფეც არასწორი პასუხია, რადგან სხეული, რომლის მოძრაობასაც აღწერს ეს წრფე, უახლოვდება A  წერტილს.

სწორი პასუხია ა). სხეულის მოძრაობა თანაბარია და ამასთან ის შორდება A წერტილს.