ანბანის ყველა ასოს გამოწერის უნარი

აქტივობის აღწერა

  •  ანბან-პლაკატზე მითითებული ასოს თითით შემოხაზვასა და აღწერას;
  • მოძრავ ანბანში შესასწავლი ასოს მოძებნას და ხელის სწორი მოძრაობით ფანქრით შემოხაზვას;
  • ასოების გამოძერწვასა და გაფერადებას;
  • ნიმუშის მიხედვით ასოს დეტალის გამოწერას;
  • წერტილების შეერთებით ასოს ნიმუშის გამოწერას;
  • სხვ.

  

რეკომენდაციბი მასწავლებლებს 

ამ ეტაპზე მოსწავლეები ემზადებიან წერისათვის, ითვისებენ წერითი მეტყველების საბაზისო უნარ-ჩვევებსა და წერის ტექნიკას, რაც, არსებითად, გულისხმობს ანბანის სწავლებასა და მოსწავლეებში ნატიფი მოტორიკის განვითარებას. ამდენად, მუშაობა, ძირითადად, უნდა წარიმართოს ამ ორი მიმართულებით.