ამოიცნობს საკრავებს ჟღერადობის მიხედვით
ტიპური აქტივობები
მასწავლებელი მოასმენინებს მოსწავლეებს სამ ფრაგმენტს: ქ. ვ. გლუკის მელოდიას ფლეიტისათვის ოპერიდან ,,ორფეოსი’’, ვ. ა. მოცარტის ,,მენუეტს’’ ფა მაჟორი და ,,ხორუმს’’ დოლზე. მოსწავლეები ჟღერადობის მიხედვით ამოიცნობენ საკრავებს და ასაბუთებენ საკუთარ პასუხებს.
რესურსები
მოსასმენი აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: ქ. ვ. გლუკი - მელოდია ფლეიტისათვის ოპერიდან ,,ორფეოსი”, ვ. ა. მოცარტი - ,,მენუეტი’’ ფა მაჟორი, ,,ხორუმი’’ დოლზე.