ამოიცნობს საკრავებს ფორმის მიხედვით

ტიპური აქტივობები

მასწავლებელი მოიტანს დიდი ზომის ფოტოსურათებს, სადაც სხვადასხვა ჯგუფის ხალხური და პროფესიული საკრავებია ასახული. მოსწავლეები ათვალიერებენ და ამოიცნობენ ნასწავლ საკრავებს ფორმის მიხედვით. ესენია: სალამური, დოლი, ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა. მოსწავლეები ცდილობენ გადახატონ ეს საკრავები სამუშაო რვეულებში.


რესურსები

დიდი ზომის ფოტოსურათები: სალამური, დოლი, ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა;

ფანქრები, სახატავი რვეულები.


შენიშვნა

იმისათვის, რომ მოსწავლემ ბევრი უცნობი საკრავიდან ამოიცნოს ნასწავლი საკრავები, ის კარგად უნდა იცნობდეს მათ ფორმას.