ამოიცნობს და ხატავს ვიოლინოს გასაღებს

ტიპური აქტივობები

მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სანოტო სისტემას და წერს ვიოლინოს გასაღებს. მოსწავლეებს ურიგდებათ სანოტო ფორცლები, რომლებზედაც წყვეტილი ხაზებითაა მოცემული ვიოლინოს გასაღების რამდენიმე გამოსახულება და სხვა ფერითაა გამოყოფილი საწყისი წერტილი. ყოველ მომდევნო  გამოსახულებაში ვიოლინოს გასაღების უფრო დიდი ნაწილია მოხაზული. ამ სახით  მოსწავლეები ვარჯიშობენ და სწავლობენ ვიოლინოს გასაღების დაწერას.


რესურსები

დაფა, მარკერი, სანოტო რვეულები, ფანქრები, საშლელები.