ამოირჩიე ასო-ბგერა
რესურსები
ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
აქტივობის აღწერა
ეს აქტივობა მიმართულია სიტყვების მართლმეტყველებაზე (სასურველია აქცენტი გაკეთდეს ვითარებითის -დ/(-ად)-ზე, ზმნის მრავლობითის თ-ზე, -ობ და -ოფ თემის ნიშნებზე). მასწავლებელი ასახელებს სიტყვას და მოსწავლეებს აძლევს არჩევანის საშუალებას, რომელი ჩასვან ორი მოცემული ასო-ბგერიდან. მაგალითად, ”კარ- გად” - ”დ” თუ ”თ”? ”ვაკეთებთ” - ”დ” თუ ”თ”? ”ვამბობ” – ”ბ” თუ ”ფ”? ვყოფ - ”ბ” თუ ”ფ”? სწორი პასუხში მოსწავლეს ენიჭება ქულა. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
შეფასება
შეფასდება ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ყურადღება და მეხსიერება.
მეთოდური მითითება
შეიძლება თამაშის დროს მეტი სიხალისის შეტანა: გამოვიყენოთ ბურთი ან რბილი სათამაშო. პასუხს ამბობს ის, ვისაც მასწავლებელი ესვრის ბურთს/რბილ სათამაშოს.