ცდა 9. ქიმიური წონასწორობა

შე­დე­გი: ქიმ.X.11. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის გა­დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • იყე­ნებს ლე-შა­ტე­ლი­ეს პრინ­ციპს და გან­ჭ­ვ­რეტს სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის (წნე­ვა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცია, ტემ­პე­რა­ტუ­რა) ქი­მი­ურ წო­ნას­წო­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნის ხა­სი­ათს. ჩა­მოთ­ვ­ლის სა­თა­ნა­დო მა­გა­ლი­თებს.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ქი­მი­ურ წო­ნას­წო­რო­ბა­ზე სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ ჯგუ­ფუ­რად.

 

ცდის მი­ზა­ნი: ქი­მი­ურ წო­ნას­წო­რო­ბა­ზე გან­ზა­ვე­ბის და თა­ნა­მო­სა­ხე­ლე იონის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი (ერ­თი ჯგუ­ფი­სათ­ვის):

 

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რა (1) F0177; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 250 მლ (2) F0083; წკი­რი (1) F0050;

 

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: სპი­ლენ­ძის (II) ქლო­რი­დი 18 გ; ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დი 2-3; გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი

 

მუდ­მი­ვი სი­დი­დე: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: წყლის რა­ო­დე­ნო­ბა ან თა­ნა­მო­სა­ხე­ლე იონის რა­ო­დე­ნო­ბა

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ხსნა­რის ფე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღ­ვე­ვა და გა­დახ­რა რო­მე­ლი­მე მხა­რეს.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • მო­ამ­ზა­დეთ სპი­ლენ­ძის (II) ქლო­რი­დის ნა­ჯე­რი ხსნა­რი: ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე (20oC) 18 გრა­მი სპი­ლენ­ძის (II) ქლო­რი­დი გახ­სე­ნით 25 გრამ გა­მოხ­დილ წყალ­ში. და­აკ­ვირ­დით ნა­ჯე­რი ხსნა­რის შე­ფე­რი­ლო­ბას და ჩა­ი­ნიშ­ნეთ.
  • მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რის 10 მლ გა­და­ი­ტა­ნეთ სინ­ჯა­რა­ში და და­ა­მა­ტეთ 10 მლ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი. და­აკ­ვირ­დით მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რის შე­ფე­რი­ლო­ბას და ჩა­ი­ნიშ­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში. რა­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი ფე­რის ცვლი­ლე­ბა?
  • გან­ზა­ვე­ბულ ხსნარს და­ა­მა­ტეთ ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დის კრის­ტა­ლე­ბი. და­აკ­ვირ­დით მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რის შე­ფე­რი­ლო­ბას და ჩა­ი­ნიშ­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში. რი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი ფე­რის ცვლი­ლე­ბა?
  • გა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი.

 

ცდის ანა­ლი­ზი: სპი­ლენ­ძის (II) ქლო­რი­დის ნა­ჯე­რი ხსნა­რი მწვა­ნე ფე­რი­საა, რად­გან საწყის ხსნარ­ში არის რო­გორც Cu2+(ცის­ფე­რი) და Cl-ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი იონე­ბი, ასე­ვე და­უშ­ლე­ლი ანუ არა­დი­სო­ცი­რე­ბუ­ლი CuCuCl4-ის ყვი­თე­ლი ფე­რის კომ­პ­ლექ­სუ­რი მა­რი­ლი, რო­მელ­თა კომ­ბი­ნა­ცი­ი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ხსნა­რის მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბა. ხსნა­რის გან­ზა­ვე­ბი­სას კომ­პ­ლექ­სის ში­და სფე­რო (CuCuCl4) დი­სო­ცირ­დე­ბა, წო­ნას­წო­რო­ბა ირ­ღ­ვე­ვა და მა­ტუ­ლობს Cu2+იონე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ხსნა­რი ხდე­ბა ცის­ფე­რი. თუ გან­ზა­ვე­ბი­სას მი­ღე­ბულ ხსნარს და­ვა­მა­ტებთ ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დის კრის­ტა­ლებს (ან შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი მა­რილ­მ­ჟა­ვა), იზ­რ­დე­ბა ქლო­რის იონე­ბის (ა­ნუ ხსნარ­ში უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი იონე­ბის თა­ნა­მო­სა­ხე­ლე იონე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა და წო­ნას­წო­რო­ბა გა­და­იხ­რე­ბა მარ­ცხ­ნივ ანუ არა­დი­სო­ცი­რე­ბუ­ლი, ყვი­თე­ლი ფე­რის CuCuCl4-ის მხა­რეს და და ხსნა­რი ისევ გამ­წ­ვან­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­დე­გი პრო­ცე­სი CuCuCl4, ხო­ლო გან­ზა­ვე­ბი­სას . წო­ნას­წო­რო­ბის გა­დახ­რა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის გაზ­რ­დით. ამ დროს მა­ტუ­ლობს Cu2+- იონე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, იზ­რ­დე­ბა ხსნა­დო­ბა და დი­სო­ცი­ა­ცი­ის ხა­რის­ხი.