ცდა 8. ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები - 3

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.X.11.mos%C2%ADwav%C2%ADles">ქიმ.X.11. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის გა­დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ იც­ვ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა შე­ას­რუ­ლეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ ან ჯგუ­ფუ­რად.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფატ­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მი­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა.

 

მუდ­მი­ვი სი­დი­დე: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი.

 

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: ტემ­პე­რა­ტუ­რა.

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე (ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო).

 

რე­სურ­სე­ბი (ერ­თი ჯგუ­ფი­სათ­ვის):

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რე­ბი (6) F0176; მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი, 10 მლ-ანი (1) F0178; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 250 მლ-ანი (1) F0083; სინ­ჯა­რე­ბის სად­გა­მი (1) F0579; თერ­მო­მეტ­რი (1) F0333; წამ­ზო­მი (1);სპირ­ტ­ქუ­რა F0300; სამ­ფე­ხა F0497; ლი­თო­ნის ბა­დე F0556;

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: მა­რილ­მ­ჟა­ვა, 2M. 10 მლ; ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი 0.15M, 50 მლ; გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • 5 სინ­ჯა­რა მო­ა­თავ­სეთ სი­ნაჯ­რე­ბის სად­გამ­ში და და­ნომ­რეთ 1-დან 5-მდე.
  • მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რა­ში ჩა­ას­ხით 10 მლ ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი.
  • 250 მლ-იანი ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2/3 - მდე შე­ავ­სეთ გა­მოხ­დი­ლი წყლით.
  • ლი­თო­ნის ბა­დე და­დეთ სამ­ფეხ­ზე, ბა­დის ქვეშ დად­გით სპირ­ტ­ქუ­რა, სამ­ფე­ხის ბა­დე­ზე დად­გით წყლი­ა­ნი ჭი­ქა.
  • სინ­ჯა­რე­ბის სად­გა­მი­დან ამო­ი­ღეთ N1 სინ­ჯა­რა და ჩად­გით წყლი­ან ჭი­ქა­ში.
  • მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით 2 მლ მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რი გა­და­ი­ტა­ნეთ და­უ­ნომ­რავ სინ­ჯა­რა­ში.
  • სინ­ჯა­რა მო­ა­თავ­სეთ წყლი­ან ჭი­ქა­ში, თი­ო­სულ­ფა­ტის შემ­ც­ველ N1 სინ­ჯა­რას­თან ერ­თად.
  • ჭი­ქა­ში ჩა­დეთ თერ­მო­მეტ­რი და წყა­ლი გა­აცხე­ლეთ 30 - მდე.
  • შეწყ­ვი­ტეთ გაცხე­ლე­ბა და მა­რილ­მ­ჟა­ვა ჩა­ას­ხით N1 სინ­ჯა­რა­ში.
  • ჩარ­თეთ წამ­ზო­მი. და­ი­ნიშ­ნეთ დრო ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნამ­დე. ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო აით­ვა­ლეთ ისე, რო­გორც წი­ნა ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში იყო აღ­წე­რი­ლი.
  • ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო ჩა­ი­წე­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ცხრილ­ში.
  • იგი­ვე ეტა­პე­ბი გა­ი­მე­ო­რეთ N2 და N3, სინ­ჯა­რე­ბი­სათ­ვი­საც, ოღონდ ჭი­ქა­ში წყა­ლი გა­აცხე­ლეთ, შე­სა­ბა­მი­სად, 40oC-მდე; 50oC-მდე.
  • ჩა­ი­წე­რეთ თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო ცხრილ­ში.

 

მო­ნა­ცემ­თა ცხრი­ლი:

სინჯარები და წყლის ტემპერატურა

ცდის ანა­ლი­ზი: ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფატ­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­დე­გი რე­აქ­ცია:

 რეაქცია ნატრიუმის თიოსულფატსა და მარილმჟავას შორის

რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა გო­გირ­დი, რო­მე­ლიც წყალ­ში უხ­ს­ნა­დია და წარ­მოქ­მ­ნის სიმ­ღ­ვ­რი­ვეს. სიმ­ღ­ვ­რი­ვის წარ­მოქ­მ­ნის სიჩ­ქა­რე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხსნა­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მო­ცე­მულ ცდა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე (30oC-დან 50oC-მდე) აით­ვა­ლეთ ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო და ააგეთ გრა­ფი­კი, რო­მე­ლიც ასა­ხავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო­სა და ხსნა­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას შო­რის. ცდის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოთ­ვა­ლეთ რე­აქ­ცი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ვანტ-ჰო­ფის გან­ტო­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.