ცდა 7. ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები - 2

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.X.11.mos%C2%ADwav%C2%ADles">ქიმ.X.11. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის გა­დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ იც­ვ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა შე­ას­რუ­ლეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ ან ჯგუ­ფუ­რად.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფატ­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა.

 

მუდ­მი­ვი სი­დი­დე: ტემ­პე­რა­ტუ­რა

 

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე (ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის დრო)

 

რე­სურ­სე­ბი (ერ­თი ჯგუ­ფი­სათ­ვის):

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რე­ბი (3); მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი, 25 მლ (1); სინ­ჯა­რე­ბის სად­გა­მი (1); წამ­ზო­მი (1);

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რა (1) F0177; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 250 მლ (2) F0083; სამ­ფე­ხა (1) F0497; მავ­თუ­ლის ბა­დე (1) F0558; სპირ­ტ­ქუ­რა (1) F0300; წკი­რი (1) F0050;

 

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: მა­რილ­მ­ჟა­ვა, 2M, 10 მლ; ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი, 0.25M, 30 მლ; გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი, 50 მლ.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • სინ­ჯა­რე­ბი მო­ა­თავ­სეთ სინ­ჯა­რე­ბის სად­გამ­ში და და­ნომ­რეთ 1-დან 3-მდე.
  • მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ას­ხით სინ­ჯა­რებ­ში ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხსნა­რი ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბე­ბით:
  • N1 - 15 მლ ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი;
  • N2 - 10 მლ ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი;
  • N3 - 5 მლ ნატ­რი­უ­მის თი­ო­სულ­ფა­ტის ხსნა­რი;
  • თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რას და­ა­მა­ტეთ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ ხსნა­რის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა ყვე­ლა სინ­ჯა­რა­ში იყოს 15 მლ ანუ
  • N2 - 5 მლ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი;
  • N3 - 10 მლ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი;
  • მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დით აიღეთ 3 მლ მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რი, და­ა­მა­ტეთ N1 სინ­ჯა­რას და ჩარ­თეთ წამ­მ­ზო­მი.
  • სინ­ჯა­რა შე­ან­ჯღ­რი­ეთ ერ­თი-ორ­ჯერ და ისევ ჩად­გით სინ­ჯა­რე­ბის სად­გამ­ში.
  • და­ი­ნიშ­ნეთ დრო სინ­ჯა­რა­ში სიმ­ღ­ვ­რი­ვის (რაც ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა) გა­ჩე­ნამ­დე. რო­გორც კი სინ­ჯა­რა­ში წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა სიმ­ღ­ვ­რი­ვე, გა­ა­ჩე­რეთ წამ­ზო­მი და ჩვე­ნე­ბა ჩა­ი­ნიშ­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ცხრილ­ში.
  • გა­ი­მე­ო­რეთ წი­ნა სა­მი ეტა­პი NN2 და 3 სინ­ჯა­რე­ბის­თ­ვის.
  • იმი­სათ­ვის, რომ სიმ­ღ­ვ­რი­ვის წარ­მოქ­მ­ნა ყვე­ლა სინ­ჯა­რა­ში ერ­თ­ნა­ი­რად და­ა­ფიქ­სი­როთ, თეთრ ფურ­ცელ­ზე შა­ვი მარ­კე­რით და­წე­რეთ “+” ნი­შა­ნი. ფურ­ცე­ლი და­ი­ჭი­რეთ სინ­ჯა­რის უკან. დრო და­ი­ნიშ­ნეთ იქამ­დე, ვიდ­რე სინ­ჯა­რის მიღ­მა “+”აღარ გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

 

მო­ნა­ცემ­თა ცხრი­ლი:

ცხრილი - სინჯარები და დრო

ცდის ანალიზი: ნატრიუმის თიოსულფატსა და მარილმჟავას შორის მიმდინარეობს შემდეგი რეაქცია:

 რეაქცია ნატრიუმის თიოსულფატსა და მარილმჟავას შორის

რეაქციის შედეგად გამოიყოფა გოგირდი, რომელიც უხსნადია და წარმოქმნის სიმღვრივეს. სიმღვრივის წარმოქმნის სიჩქარე დამოკიდებულია თიოსულფატის კონცენტრაციაზე. მოცემულ ცდაში განზავების შედეგად ვღებულობთ თიოსულფატის სამ სხვადასხვა კონცენტრაციას, რომლებიც შეგიძლიათ გამოთვალოთ ფორმულებით:

თიოსულფატის კონცენტრაციის ფორმულა (1,) სადაც  M1 - ნატრიუმის თიოსულფატის საწყისი კონცენტრაცია, ანუ ამ შემთხვევაში 0.25M;

V1 - 0.25M ნატრიუმის თიოსულფატის მოცულობა მლ-ში. ამ შემთხვევაში (15 მლ, 10 მლ და 5 მლ);

M2 - ნატრიუმის თიოსულფატის კონცენტრაცია განზავების შემდეგ.

V2 - ნატრიუმის თიოსულფატის მოცულობა განზავების შემდეგ (თითოეულ შემთხვევაში 15 მლ);

ფორმულა M2   (2)

მონაცემთა ცხრილი:

სინჯარები და თიოსულფატის კონცემტრაცია

ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფორ­მუ­ლის (2) მი­ხედ­ვით გა­მოთ­ვა­ლეთ გან­ზა­ვე­ბის შე­დე­გად თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რის კონ­ცენ­ტ­რა­ცია. მა­რილ­მ­ჟა­ვას და­მა­ტე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნეთ თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რა­ში სიმ­ღ­ვ­რი­ვის წარ­მოქ­მ­ნის დრო. ააგეთ გრა­ფი­კი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ნა­ლე­ქის (სიმ­ღ­ვ­რი­ვის) წარ­მოქ­მ­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თი­ო­სულ­ფატ-იონის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ა­ზე.