ცდა 6. ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორობი -1

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.X.11.mos%C2%ADwav%C2%ADles">ქიმ.X.11. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის გა­დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ იც­ვ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა შე­ას­რუ­ლეთ ჯგუ­ფუ­რად.

 

ცდის მი­ზა­ნი: კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნატ­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი (ერ­თი ჯგუ­ფი­სათ­ვის):

 

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რე­ბი (7) F0177; მო­ცუ­ლო­ბის სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი (1) F0187; სპირ­ტ­ქუ­რა F0300.

 

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ცარ­ცის ან მარ­მა­რი­ლოს (კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის) ნა­ტე­ხე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თ­ნა­ი­რი ზო­მის); მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რე­ბი 2%-იანი, 10 მლ; 5%-იანი 50 მლ; 10%-იანი, 10 მლ.

 

ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი – ცდის მი­ზა­ნი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გავ­ლე­ნა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე.

 

მუდ­მი­ვი სი­დი­დე­ე­ბი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რა.

 

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დე­ბი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი.

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • სინ­ჯა­რე­ბი და­ნომ­რეთ 1-დან 7-მდე.
  • NN1, 2, 3 სინ­ჯა­რებ­ში ჩა­ას­ხით, შე­სა­ბა­მი­სად, 10-10 მლ 2%-იანი, 5%-იანი და 10%-იანი მა­რილ­მ­ჟა­ვას ერ­თი და იმა­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რის ხსნა­რე­ბი. სა­მი­ვე სინ­ჯა­რა­ში ჩა­აგ­დეთ ცარ­ცის ერ­თ­ნა­ი­რი ზო­მის თი­თო-თი­თო ნა­ტე­ხი. და­აკ­ვირ­დით თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რა­ში რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის (ა­ი­რის გა­მო­ყო­ფის) სიჩ­ქა­რეს და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

 

ნა­წი­ლი მე­ო­რე – ცდის მი­ზა­ნი: ტემ­პე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე.

მუდ­მი­ვი სი­დი­დე­ე­ბი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი და ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბი.

 

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: ტემ­პე­რა­ტუ­რა

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • N4 და N5 სინ­ჯა­რებ­ში ჩა­ას­ხით 10 – 10 მლ 5 %-იანი მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რი. აან­თეთ სპირ­ტ­ქუ­რა და ერთ-ერ­თი სინ­ჯა­რა გა­აცხე­ლეთ. მაგ­რამ არ აადუ­ღოთ.
  • ორი­ვე სინ­ჯა­რა­ში ჩა­აგ­დეთ ერ­თ­ნა­ი­რი ზო­მის ცარ­ცის ნა­ტე­ხე­ბი, და­აკ­ვირ­დით თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რა­ში რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის (ა­ი­რის გა­მო­ყო­ფის) სიჩ­ქა­რეს და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

 

ნა­წი­ლი მე­სა­მე – ცდის მი­ზა­ნი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბის გავ­ლე­ნა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე­ზე.

 

მუდ­მი­ვი სი­დი­დე­ე­ბი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რა.

 

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დე­ბი: მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბი.

 

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • N6 და N7 სინ­ჯა­რა­ში ჩა­ას­ხით 10 – 10 მლ 5%-იანი მა­რილ­მ­ჟა­ვას ერ­თი და იმა­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე ხსნა­რე­ბი.
  • აიღეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­ნა­ი­რი ზო­მის ცარ­ცის ნა­ტე­ხე­ბი. ერ­თი ნა­ტე­ხი ფა­ი­ფუ­რის რო­დინ­ში კარ­გად გა­აფხ­ვი­ე­რეთ სა­ნა­ყით.
  • N6 სინ­ჯა­რა­ში ჩა­აგ­დეთ ცარ­ცის ნა­ტე­ხი, ხო­ლო N7 სინ­ჯა­რა­ში კი ჩა­ყა­რეთ ცარ­ცის ფხვნი­ლი.
  • და­აკ­ვირ­დით თი­თო­ე­ულ სინ­ჯა­რა­ში რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის (ა­ი­რის გა­მო­ყო­ფის) სიჩ­ქა­რეს და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნე­ბი და შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

 

ცდის ანა­ლი­ზი: ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიჩ­ქა­რე­ზე სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. მათ შო­რის, ტემ­პე­რა­ტუ­რა, მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ცენ­ტ­რა­ცია, მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბი (მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში), წნე­ვა (ა­ი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში) და კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი. მო­ცე­მულ ცდა­ში გან­ხი­ლუ­ლია სა­მი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნა კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნატ­სა (ცარ­ცი) და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ა­ზე. სხვა­დას­ხ­ვა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის (2 %; 5 %; 10 %) მა­რილ­მ­ჟა­ვის და­მა­ტე­ბი­სას ცარ­ცის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი და იმა­ვე ზო­მის ნა­ტე­ხებ­ზე ფორმულა 7ფორმულა 7-ის გა­მო­ყო­ფის სიჩ­ქა­რე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მე­ტია 10 % - იანი მა­რილ­მ­ჟა­ვას მოქ­მე­დე­ბი­სას, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარ­გად ჩანს. თუ შე­ვა­და­რებთ ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფის სიჩ­ქა­რეს სხვა­დას­ხ­ვა ტემ­პა­რა­ტუ­რის მა­რილ­მ­ჟა­ვას არე­ში, ნათ­ლად ჩანს, რომ რე­აქ­ცია გა­ცი­ლე­ბით სწა­რა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს ცხელ მა­რილ­მ­ჟა­ვა­ში, ვიდ­რე ოთა­ხის ტემ­პა­რა­ტუ­რა­ზე. მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, ცარ­ცის ნა­ტე­ხი და, და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვე მა­სის ცარ­ცის ფხვნილ­ზე ვმოქ­მე­დებთ ერ­თი და იმა­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რის და კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის (ერ­თ­ნა­ი­რი მო­ცუ­ლო­ბის) მა­რილ­მ­ჟა­ვა­თი. ფორმულა 7ფორმულა 7-ის გა­მო­ყო­ფის სიჩ­ქა­რე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა ცარ­ცის ფხვნილ­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შო­რის მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ის დროს. ეს ადას­ტუ­რებს, რომ მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა შე­ხე­ბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბე­ბის გაზ­რ­დით რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რე იზ­რ­დე­ბა.