სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით
- მთავარი
- სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით
- ცდა 6. ქიმიური რეაქციები, როგორც დენის წყაროები
ცდა 6. ქიმიური რეაქციები, როგორც დენის წყაროები
შედეგი: Desktop/Einstein%20Lab/qim.IX">ქიმ.IX.8. - მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი ახალი მასალების წარმოებასა და ენერგიის მიღებაში.
ინდიკატორი:
- აკავშირებს სხვადასხვა მეტალის მონაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციების შედეგად გამოყოფილ ენერგიებს მეტალთა აქტიურობის მწკრივში ამ მეტალების მდებარეობასთან (მაგ., მეტალთა აქტიურობის მწკრივში ერთმანეთისაგან უფრო მეტად დაცილებული მეტალების წყვილის, მაგნიუმისა და სპილენძის მოანაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციებში უფრო მეტი ენერფია გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად დაცილებული წყვილის, რკინისა და სპილენძის, მონაწილეობით მიმდინარე ანალოგიურ რეაქციებში);
- ასახელებს ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენების მაგალითებს (მაგ., ასანთი, ქიმიური ელემენტი, ბატარეა)
რას ვიკვლევთ: შესაძლებელია თუ არა ქიმიური რეაქციის შედეგად ელექტროდენის მიღება.
რეკომენდაცია: ცდა ჩაატარეთ სადემონსტრაციოდ.
ცდის მიზანი: ნახევარრეაქციის ორი უჯრედის შექმნა და ქიმიური რეაქციის შედეგად ძაბვის ცვლილებაზე დაკვირვება.
რესურსები:
ჭურჭელი და მასალა: ქიმიური ჭიქები, 250 მლ (2) F0083; U-ს მაგვარი მილი F0128; ვოლმეტრი F0594; კლიპსებიანი სადენები (2) F0344; ზუმფარის ქაღალდი; ბამბა; თუთიის ელექტროდი (1) F0153; სპილენძის ელექტროდი (1) F0059.
ნივთიერებები: თუთიის სულფატის ხსნარი 1M, 200 მლ; სპილენძის (II) სულფატის ხსნარი 1M, 200 მლ; კალიუმის ნიტრატის ხსნარი, 1M;
ცდის მიმდინარეობა:
- თუთიის და სპილენძის ელექტროდები კარგად გააპრიალეთ ზუმფარის ქაღალდით.
- ერთ-ერთ ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 200 მლ 1M სპილენძის (II) სულფატის ხსნარი, მასში ჩაუშვით სპილენძის ელექტროდი;
- მეორე ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 200 მლ 1M თუთიის სულფატის ხსნარი და მასში ჩაუშვით თუთიის ელექტროდი.
- ელექტროდები და ვოლტმეტრი შეაერთეთ კლიპსებიანი სადენებით. დააკვირდით ვოლტმეტრის ჩვენებას და ჩაინიშნეთ ლაბორატორიულ ოქმში.
- მოხსენით სადენები.
- U-ს მაგვარი მილი შეავსეთ 1M კალიუმის ნიტრატის ხსნარით. ბოლოები დაუცეთ ბამბის საცობებით და ჩაუშვით ქიმიურ ჭიქებში, ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე.
- ისევ შეაერთეთ ელექტროდები და ვოლტმეტრი კლიპსებიანი სადენებით. დააკვირდით ვოლტმეტრის ჩვენებას და ჩაინიშნეთ ლაბორატორიულ ოქმში.
- დააყოვნეთ რამდენიმე წუთი.
- გამორთეთ წრედი. ამოიღეთ ელექტროდები და დაკვირვების შედეგები შეიტანეთ ლაბორატორიულ ოქმში.
- ჩაინიშნეთ ვოლტმეტრის მაჩვენებელი.
- გაანალიზეთ შედეგები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები.
ცდის ანალიზი: გალვანური ელემენტი არის დენის ქიმიური წყარო. ეს არის მოწყობილობა, რომელშიც ქიმიური პროცესის შედეგად წარმოიქმნება ელექტრომამოძრავებელი ძალა. მოცემულ ცდაში მოყვანილია გალვანური ელემენტის კლასიკური მაგალითი, დანიელის ელემენტი, რომელიც ორი ნახევარელემენტისგან შედგება. თუთიის ელექტროდი ჩაშვებულია -ის ხსნარში, ხოლო სპილენძის ელექტროდი -
-ის ხსნარში. ელექტროდებზე მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. ნახევარელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია მარილის ხიდით: U-ს მაგვარი მილით, რომელიც ამ შემთხვევაში შევსებულია ელექტროლიტის, კალიუმის ნიტრატის, ხსნარით. ამ მარილის ნაცვლად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კალიუმის ქლორიდი ან სულფატი. ელექტროლიტის ხსნარი ელექტროგამტარის როლს ასრულებს. თუ ჭიქები არ არის შეერთებული ელექტროლიტის ხსნარით, ვოლტმეტრის ჩვენება არ შეიცვლება, ანუ დენი არ აღიძვრება. მარილის ხიდით შეერთების შემდეგ კი მიიღება ე.წ. დანიელის ელემენტი, სადაც ელექტრონები აქტიური მეტალიდან (თუთია) მიემართებიან პასიური მეტალისკენ (სპილენძი). ამ შემთხვევაში აღიძვრება დენი და ვოლტმეტრის ჩვენება შეადგენს 1.1 V.