ცდა 3. ნახშირორჟანგის მიღება და თვისებები

შე­დე­გი: ქიმ.X.12. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი ნა­ერ­თე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • იც­ნობს ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ერ­თე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თად მე­თო­დებს;
  • აკავ­ში­რებს ელე­მენ­ტე­ბის ფი­ზი­კურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქი­მი­ურ თვი­სე­ბებს მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბის მე­თო­დე­ბი და ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნახ­ში­რორ­ჟან­გის მი­ღე­ბა კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტი­დან და მი­სი თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი:

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: გამ­ყო­ფი ძაბ­რი (1) F0049; ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა (1) F0246; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 800 მლ (1) F0089; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 400მლ (1) F0085; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 250 მლ (1) F0083; სინ­ჯა­რა (1) F0177; სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი (2); შტა­ტი­ვი (1); შტა­ტი­ვის სა­მაგ­რი და თა­თი (2) F0108; სა­ცო­ბი ორი ნახ­ვ­რე­ტით (2); დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტი 10 გ; მა­რილ­მ­ჟა­ვა 10 % 200 მლ; კი­რი­ა­ნი წყა­ლი (კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნა­რი), 20 მლ; სან­თე­ლი, (სა­მი, სხვა­დას­ხ­ვა სიგ­რ­ძის).

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი:

მი­ზა­ნი - ნახ­ში­რორ­ჟან­გის მი­ღე­ბა

  • რე­ზი­ნის სა­ცო­ბის ერთ ნახ­ვ­რეტ­ში გა­ა­ტა­რეთ გამ­ყო­ფი ძაბ­რის მი­ლი.
  • მე­ო­რე­ში ნახ­ვ­რეტ­ში გა­ა­ტა­რეთ სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი, რო­მელ­თა­ნაც რე­ზი­ნის მი­ლით და­ა­კავ­ში­რეთ სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი.
  • გამ­ყო­ფი ძაბ­რის ონ­კა­ნი გა­და­კე­ტეთ და ძაბ­რ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხევ­რამ­დე ჩა­ას­ხით მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნა­რი.
  • ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა­ში ჩა­ყა­რეთ 10 -15 გ კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის ფხვნი­ლი.
  • კოლ­ბას მო­არ­გეთ სა­ცო­ბი, რო­მელ­შიც გა­ტა­რე­ბუ­ლია გამ­ყო­ფი ძაბ­რი და მი­ნის მი­ლი. გამ­ყო­ფი ძაბ­რი და­ა­მაგ­რეთ შტა­ტივ­ზე.
  • მე­ო­რე შტა­ტივ­ზე და­ა­მაგ­რეთ სინ­ჯა­რა. ჩა­ას­ხით მას­ში 20 – 25 მლ კი­რი­ა­ნი წყა­ლი (კალ­ცი­უ­მის ჰოდ­როქ­სი­დის ხსნა­რი). ჩა­უშ­ვით ხსნარ­ში რე­ზი­ნის მილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი.
  • ფრთხი­ლად და ნე­ლა გახ­სე­ნით გამ­ყო­ფი ძაბ­რის ონ­კა­ნი და რამ­დე­ნი­მე წვე­თი მა­რილ­მ­ჟა­ვა ჩა­უშ­ვით კოლ­ბა­ში. და­კე­ტეთ ონ­კა­ნი.
  • და­აკ­ვირ­დით რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

 

მე­ო­რე ნა­წი­ლი:

მი­ზა­ნი - ნახ­ში­რორ­ჟან­გის თვი­სე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა

  • კი­დევ ჩა­უშ­ვით კოლ­ბა­ში მა­რილ­მ­ჟა­ვა.
  • და­აკ­ვირ­დით კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნარს. რა­ტომ შე­იმ­ღ­ვ­რა ხსნა­რი? და­წე­რეთ მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ის ტო­ლო­ბა.
  • ხსნა­რის შემ­ღ­ვ­რე­ვის შემ­დეგ გა­აგ­რ­ძე­ლეთ ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­ტა­რე­ბა.
  • და­აკ­ვირ­დით რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში. რა­ტომ გახ­და ხსნა­რი ისევ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე?
  • კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის შემ­ც­ვე­ლი სინ­ჯა­რა მოხ­სე­ნით.
  • რე­ზი­ნის მილს მოხ­სე­ნით მე­ო­რე ბო­ლო­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი მი­ნის მი­ლი.
  • 800 მლ-იანი ქი­მი­უ­რი ჭი­ქის ფსკერ­ზე და­ა­მაგ­რეთ სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის სა­მი ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი.
  • რე­ზი­ნის მი­ლი ბო­ლომ­დე ჩა­უშ­ვით ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში.
  • ფრთხი­ლად და ნე­ლა გახ­სე­ნით გამ­ყო­ფი ძაბ­რის ონ­კა­ნი და რამ­დე­ნი­მე წვე­თი მა­რილ­მ­ჟა­ვა ჩა­უშ­ვით კოლ­ბა­ში. და­კე­ტეთ ონ­კა­ნი.
  • და­აკ­ვირ­დით რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში. რა მოს­დის სან­თ­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ? რო­მე­ლი სან­თე­ლი ჩაქ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ად­რე?
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი და შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.

 ნახშირორჟანგის თვისებებზე დაკვირვების ცდა

 1, 2 - სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლე­ბი

 3 - რე­ზი­ნის მი­ლი

 4 - გამ­ყო­ფი ძაბ­რი

 5 - კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნა­რის შემ­ც­ვე­ლი სინ­ჯა­რა

 6 - ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტით

 

 

 



ცდის ანა­ლი­ზი: ნახ­შირ­ბა­დის დი­ოქ­სი­დი (ნახ­ში­რორ­ჟან­გი) უფე­რო, უსუ­ნო, ჰა­ერ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1.5-ჯერ მძი­მე აირია. წყალ­ში მცი­რედ­ხ­ს­ნა­დია. მი­სი შე­სა­ბა­მი­სი მჟა­ვა - ნახ­შირ­მ­ჟა­ვა სუს­ტი მჟა­ვაა და გა­მო­ყო­ფის­თა­ნა­ვე იშ­ლე­ბა ნახ­ში­რორ­ჟან­გი­სა და წყლის გა­მო­ყო­ფით. ნახ­შირ­მ­ჟა­ვა ად­ვი­ლად მი­ი­ღე­ბა კარ­ბო­ნა­ტებ­ზე მჟა­ვას მოქ­მე­დე­ბით. ნახშირმჟავას ფორმულანახშირმჟავას ფორმულა-ის აღ­მომ­ჩე­ნი რე­აქ­ციაა მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბით კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დის ხსნა­რის შემ­ღ­ვ­რე­ვა უხ­ს­ნა­დი კაც­ლი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის წარ­მოქ­მ­ნის გა­მო. მღვი­ე­რი ხსნა­რი ჭარ­ბი ნახ­შირ­ბა­დის დი­ოქ­სი­დის გა­ტა­რე­ბით ისევ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ხდე­ბა, რად­გან წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ხსნა­დი კალ­ცი­უ­მის ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტი. ნახშირმჟავას ფორმულანახშირმჟავას ფორმულა-ის აღ­მო­ჩე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მას ჩა­უშ­ვებთ ან­თე­ბულ­სან­თ­ლე­ბი­ან ჭი­ქა­ში. სან­თ­ლე­ბი ჩაქ­რე­ბა. ამას­თან თუ მი­ლი ბო­ლომ­დეა ჩაშ­ვე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ჩაქ­რე­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სან­თე­ლი, რად­გან ნახშირმჟავას ფორმულანახშირმჟავას ფორმულაჰა­ერ­ზე მძი­მე აირია, გა­მო­ა­ძე­ვებს მას და და­ი­კა­ვებს მის ად­გილს. ნახშირმჟავას ფორმულანახშირმჟავას ფორმულა-ის არ­სე­ბო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ყო­ფი­ლი აირით აავ­სოთ ცა­რი­ე­ლი ჭი­ქა. შევ­სე­ბის სის­რუ­ლე შე­ა­მოწ­მეთ მბჟუ­ტა­ვი კვა­რით, რო­მე­ლიც ჩაქ­რე­ბა ჭურ­ჭ­ლის პირ­თან მი­ტა­ნი­სას. ნახ­ში­რორ­ჟან­გით სავ­სე ჭი­ქა გად­მო­აბ­რუ­ნეთ ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის თავ­ზე, სან­თ­ლე­ბი ჩაქ­რე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯერ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სან­თე­ლი ჩაქ­რე­ბა და შემ­დეგ - უფ­რო დაბ­ლე­ბი. ნახშირმჟავას ფორმულანახშირმჟავას ფორმულაამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ას­რუ­ლებს დას­ხ­მუ­ლი წყლის როლს.