ცდა 2. წყალბადის ფიზიკური და ქიმიური თვისებები

შე­დე­გი: ქიმ.X.12. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი ნა­ერ­თე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • აკავ­ში­რებს ელე­მენ­ტე­ბის ფი­ზი­კურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქი­მი­ურ თვი­სე­ბებს მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა ქი­მი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს წყალ­ბადს.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: წყალ­ბა­დის აღ­მ­დ­გე­ნი თვი­სე­ბის კვლე­ვა.

 

რე­სურ­სე­ბი:

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რა (2) F0176; სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი (1) F0127; სწო­რი მი­ნის მი­ლი (1); რე­ზი­ნის სა­ცო­ბი ერ­თი ნახ­ვ­რე­ტით (1) F0376; რე­ზი­ნის მი­ლი, 10 სმ (1) F0466; შტა­ტი­ვი (2) F0110; შტა­ტი­ვის თა­თი (2) F0108; შტა­ტი­ვის სა­მაგ­რი (2) F0052; სას­წო­რი F0285; სამ­ფე­ხა F0497; სპირ­ტ­ქუ­რა F0300; დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე F0275.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: სპი­ლენ­ძის (II) ოქ­სი­დი, 0.5გ; 15 მლ მა­რილ­მ­ჟა­ვა, 3M; თუ­თი­ის გრა­ნუ­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 ცა­ლი.

ცდის დაწყე­ბამ­დე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია წყალ­ბა­დის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ: ფე­რი, სუ­ნი, გე­მო, სიმ­კ­ვ­რი­ვე, წყალ­ში ხსნა­დო­ბა. მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია მი­სი ბუ­ნე­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

წყალბადის აღმდგენი თვისებების კვლევა

 1 - პირ­ვე­ლი სინ­ჯა­რა

 2 - მე­ო­რე სინ­ჯა­რა

 3 - მი­ნის მი­ლი მოხ­რი­ლი ბო­ლო­თი

 4 - მი­ნის სწო­რი მი­ლი

 5 - რე­ზი­ნის მი­ლი

 6 - სპი­ლენ­ძის (II) ოქ­სი­დი

 

 

 

  • ერთ შტა­ტივ­ზე და­ა­მაგ­რეთ ერ­თი სა­მაგ­რი და თა­თი. თათ­ზე სწორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ა­მაგ­რეთ სინ­ჯა­რაN1.
  • სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი გა­ა­ტა­რეთ რე­ზი­ნის სა­ცობ­ში. მი­ნის მი­ლის მე­ო­რე ბო­ლოს მო­არ­გეთ რე­ზი­ნის მი­ლი.
  • რე­ზი­ნის მი­ლის მე­ო­რე ბო­ლოს მი­უ­ერ­თეთ სწო­რი მი­ნის მი­ლი.
  • მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში (N2) ჩა­ყა­რეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 0.5 გ სპი­ლენ­ძის (II) ოქ­სი­დი; სინ­ჯა­რა დახ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ა­მაგ­რეთ მე­ო­რე შტა­ტივ­ზე ისეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ მას ქვე­მო­დან და­უდ­გათ სამ­ფეხ­ზე დად­გ­მუ­ლი სპირ­ტ­ქუ­რა. სწო­რი მი­ნის მი­ლი შე­უშ­ვით ოქ­სი­დის შემ­ც­ველ სინ­ჯა­რა­ში.
  • პირ­ველ სინ­ჯა­რა­ში ჩა­ყა­რეთ თუ­თი­ის გრა­ნუ­ლე­ბი და და­ა­მა­ტეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 მლ მა­რილ­მ­ჟა­ვა. სწრა­ფად და­ა­ფა­რეთ მილ­გაყ­რი­ლი სა­ცო­ბი.
  • წყალ­ბა­დის ბუშ­ტუ­კე­ბის გა­მო­ყო­ფა რომ და­იწყე­ბა, მე­ო­რე სინ­ჯა­რის ქვეშ დად­გ­მუ­ლი სპირ­ტ­ქუ­რა აან­თეთ.
  • და­აკ­ვირ­დით რე­აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ნა­ლი­ზეთ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

ცდის ანა­ლი­ზი: წყალ­ბა­დი სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ელე­მენ­ტია. ის ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი, უფე­რო, უსუ­ნო აირია. ამი­ტომ სპი­ლენ­ძის ოქ­სი­დის შემ­ც­ვე­ლი სინ­ჯა­რა უნ­და და­ვა­მაგ­როთ დახ­რი­ლად, ღია ბო­ლო­თი ქვე­მოთ. წყალ­ბ­დის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა აღ­მ­დ­გე­ნი უნა­რი: მო­ლე­კუ­ლუ­რი წყალ­ბა­დი მარ­ტი­ვად აღად­გენს მე­ტა­ლებს მა­თი ოქ­სი­დე­ბი­დან. მო­ცე­მულ ცდა­ში თუ­თი­ის გრა­ნუ­ლებ­ზე მა­რილ­მ­ჟა­ვას მოქ­მე­დე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი წყალ­ბა­დი შე­დის სინ­ჯა­რა­ში, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია სპი­ლენ­ძის (II) ოქ­სი­დი. რე­აქ­ცი­ის დაწყე­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე სინ­ჯა­რა­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა წი­თე­ლი ფე­რის სპი­ლენ­ძის წარ­მოქ­მ­ნა და წყლის წვე­თე­ბი.