ცდა 13. ელექტროლიზი

შე­დე­გი: ქიმ.X.10. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია და­ა­ხა­სი­ა­თოს ელექ­ტ­რო­ლი­ზის მოვ­ლე­ნა და მი­სი რო­ლი ტექ­ნი­კა­სა და მრეწ­ვე­ლო­ბა­ში.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ იშ­ლე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა ელექ­ტ­რო­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

 

ცდის მი­ზა­ნი: წყლის დაშ­ლა მარ­ტივ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად ელექ­ტ­რო­დე­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით.

 

რე­სურ­სე­ბი:

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 500 მლ (1) F0088; სინ­ჯა­რე­ბი (2) F0175; წკი­რი; დე­ნის წყა­რო (1) F0011; უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ელექ­ტ­რო­დი (2); კლიპ­სე­ბი­ა­ნი სა­დე­ნე­ბი (2) F0344.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტი, რამ­დე­ნი­მე კრის­ტა­ლი; გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი, 400 მლ; ხის წვრი­ლი ჩხი­რი;

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

წყლის დაშლა ელექტროდენის საშუალებით

 

1 - დე­ნის წყა­რო

2 - უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ელექ­ტ­რო­დე­ბი

3 - სა­დე­ნე­ბი

 

  • ქი­მი­უ­რი ჭი­ქა 2/3-მდე შე­ავ­სეთ გა­მოხ­დი­ლი წყლით.
  • სინ­ჯა­რა შე­ავ­სეთ წყლით. და­უ­ცეთ ცე­რა თი­თი და და ჩა­უშ­ვით ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეთ მე­ო­რე სინ­ჯა­რის­თ­ვი­საც.
  • უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ელეტ­რო­დე­ბი ჩა­უშ­ვით წყალ­ში ისე, რო­გორც სუ­რათ­ზეა ნაჩ­ვე­ნე­ბი: ელექ­რო­დე­ბის მე­ო­რე ბო­ლო უნ­და შე­დი­ო­დეს სინ­ჯა­რებ­ში.
  • მი­უ­ერ­თეთ ელექ­ტ­რო­დებს კლიპ­სე­ბი­ა­ნი სა­დე­ნე­ბი და შე­უ­ერ­თეთ მუდ­მი­ვი დე­ნის გამ­მარ­თ­ველს (წყა­როს).
  • დე­ნის წყა­რო­ზე ძაბ­ვა და­ა­ყე­ნეთ 5V -დან 10 V-მდე.
  • და­აკ­ვირ­დით ელექ­ტ­რო­დებ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.
  • წყალ­ში ჩა­აგ­დეთ ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტის რამ­დე­ნი­მე კრის­ტა­ლი და წკი­რით მო­უ­რი­ეთ სრულ გახ­ს­ნამ­დე. და­აკ­ვირ­დით პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • კი­დევ და­ა­მა­ტეთ ხსნარს ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტის კრის­ტა­ლე­ბი. და­აკ­ვირ­დით ელექ­ტ­რო­დებ­ზე აირის გა­მო­ყო­ფის სიჩ­ქა­რეს.
  • რო­დე­საც აირი დაგ­როვ­დე­ბა და წყა­ლი გა­მო­ძევ­დე­ბა სინ­ჯა­რე­ბი­დან, გა­მორ­თეთ დე­ნის წყა­რო.
  • კა­თოდ­ზე (-) მოგ­რო­ვი­ლი აირი შე­ა­მოწ­მეთ წყალ­ბა­დის შემ­ც­ვე­ლო­ბა­ზე. (ტეს­ტი, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია წყალ­ბა­დის მი­ღე­ბის ცდა­ში: მე-10 კლა­სი, ცდა 1).
  • ანოდ­ზე (+) მოგ­რო­ვი­ლი აირი შე­ა­მოწ­მეთ ჟან­გ­ბა­დის შემ­ც­ვე­ლო­ბა­ზე. (ტეს­ტი, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია ჟან­გ­ბა­დის მი­ღე­ბის ცდა­ში: მე-10 კლა­სი, ცდა 5).

 

ცდის ანა­ლი­ზი: ელექ­ტ­რო­ლი­ზი არის ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნი­თი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ელექ­ტ­რო­ლიტ­ში ელექ­ტ­რო­დე­ნის გა­ტა­რე­ბი­სას. მო­ცე­მულ ცდა­ში აღ­წე­რი­ლია წყლის დაშ­ლა მარ­ტივ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად. კა­თოდ­ზე და ანოდ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი. კა­თოდ­ზე გა­ნი­მუხ­ტე­ბა წყალ­ბა­დი და გა­მო­ი­ყო­ფა მარ­ტი­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა წყალ­ბა­დი, ხო­ლო ანოდ­ზე გა­ნი­მუხ­ტე­ბა ჰიდ­როქ­სი­დის იონე­ბი და გა­მო­ი­ყო­ფა ჟან­გ­ბა­დი. წყალ­ში ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტის ან რო­მე­ლი­მე ელექ­ტ­რო­ლი­ტის და­მა­ტე­ბა ზრდის ხსნა­რის ელექ­ტ­რო­გამ­ტა­რო­ბას და ელექ­ტ­რო­ლი­ზის პრო­ცესს აჩ­ქა­რებს. ამას­თან, ელექ­ტ­რო­ლი­ტი ისე უნ­და შე­არ­ჩი­ოთ, რომ ელექ­ტ­რო­დებ­ზე არ მოხ­დეს ამ ელექ­ტ­რო­ლი­ტის იონე­ბის ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნა ანუ აიღოთ ძლი­ე­რი ტუ­ტის და ძლი­ე­რი მჟა­ვას მა­რი­ლი.