ცდა 10. დენის მაგნიტური მომედება

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/fiz.VIII">ფიზ.VIII.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ელექ­ტ­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ცდე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბა დე­ნის მაგ­ნი­ტურ მოქ­მე­დე­ბას, თვი­სობ­რი­ვად აანა­ლი­ზებს და გა­მო­ი­ტანს შე­სა­ბა­მის დას­კ­ვ­ნებს.

 

ცდის ორ­გა­ნი­ზა­ცია: მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფუ­რად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა აქვთ სა­ერ­თო მუდ­მივ მაგ­ნიტს და ელექ­ტ­რულ დენს?

 

ცდის მი­ზა­ნი: დე­ნი­ა­ნი გამ­ტა­რის მი­ერ შექ­მ­ნილ­მაგ­ნი­ტურ ველ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბი:

1) მუდ­მი­ვი მაგ­ნი­ტი (F0420);
2) მუდ­მი­ვი დე­ნის წყა­რო (F0011);
3) რე­ოს­ტა­ტი (F0494);
4) სა­დე­ნი (F0055);
5) კომ­პა­სი (F0493);
6) სად­გა­მი­ა­ნი ჩამ­რ­თ­ვე­ლი (F0035);

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1) პირ­ველ რიგ­ში, აჩ­ვე­ნეთ, რომ კომ­პა­სის ისა­რი მუდ­მივ მაგ­ნიტ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას შე­მობ­რუნ­დე­ბა და გარ­კ­ვე­ულ პო­ზი­ცი­ას იჭერს;
2) რე­ოს­ტა­ტი და­ა­ყე­ნეთ მაქ­სი­მა­ლურ წი­ნა­ღო­ბა­ზე
3) კვე­ბის წყა­როს (ან ბა­ტა­რე­ას) რე­ოს­ტა­ტის გავ­ლით მი­უ­ერ­თეთ სა­დე­ნი;
4) სა­დე­ნი მო­ა­თავ­სეთ ვერ­ტი­კა­ლუ­რად (ხე­ლით და­ი­კა­ვეთ ან შტა­ტივ­ზე გა­და­კი­დეთ;
5) ჩა­კე­ტეთ წრე­დი და კომ­პა­სი მი­უ­ახ­ლო­ვეთ სა­დენს; რას ხე­დავთ?
6) შე­უც­ვა­ლეთ ად­გი­ლე­ბი წყა­როს პო­ლუ­სებს. რას ხე­დავთ?

რეოსტატი


ცდის ანა­ლი­ზი: კომ­პა­სის ისა­რი დე­ნი­ან გამ­ტარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას შე­მობ­რუნ­დე­ბა და გარ­კ­ვე­ულ პო­ზი­ცი­ას და­ი­ჭერს; კომ­პა­სის ისა­რი დე­ნი­ა­ნი გამ­ტა­რის სი­ახ­ლო­ვეს ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც მუდ­მი­ვი მაგ­ნი­ტის გვერ­დით - ე.ი. დე­ნი­ა­ნი გამ­ტა­რი ქმნის მაგ­ნი­ტურ ველს. წყა­როს პო­ლუ­სე­ბის გა­და­ნაც­ვ­ლე­ბა იწ­ვევს დე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვ­ლას სა­პი­რის­პი­რო­თი. ამ დროს კომ­პა­სის ისა­რი 180o-ით შე­მობ­რუნ­და,რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა სა­პი­რის­პი­რო­თი.

 

რე­კო­მენ­და­ცია: სა­დე­ნის ვერ­ტი­კა­ლუ­რი გან­ლა­გე­ბა იმი­ტო­მაა სა­სურ­ვე­ლი, რომ ამ დროს მი­სი მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ სიბ­რ­ტყე­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და კომ­პა­სის ის­რის ორი­ენ­ტა­ცია მკა­ფი­ოდ ჩანს.

სა­სურ­ვე­ლია იმის ჩვე­ნე­ბაც, რომ თუ ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის და სი­დი­დით ტო­ლი დე­ნი გა­დის ერ­თ­მა­ნე­თის ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­რა­ლე­ლურ სა­დე­ნებ­ში, მა­შინ კომ­პა­სის ისა­რი არა­ვი­თარ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს მათ­ში გა­მა­ვალ დენ­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ დე­ნე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ჯა­მუ­რი მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი ნუ­ლის ტო­ლია.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი: www.yo­u­tu­be.com/watch?v=3KjvrWBfl8w