ცდა 1. ღეროს აგებულებისა და მნიშვნელობის შესწავლა

შე­დე­გი: ბი­ოლ. X. 8 მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იმ­ს­ჯე­ლოს ფო­ტო­სინ­თეზ­ზე, რო­გორც მცე­ნა­რე­უ­ლი ბი­ო­მა­სის წარ­მომ­ქ­მ­ნელ საკ­ვან­ძო პრო­ცეს­ზე.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: აღ­წერს მცე­ნა­რის სატ­რან­ს­პორ­ტო სის­ტე­მას და მსჯე­ლობს წყლი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­ზე.

 

რე­კო­მენ­და­ცია: სა­სურ­ვე­ლია I აქ­ტი­ვო­ბის (ექ­ს­პე­რი­მენ­ტი) ჩა­სა­ტა­რებ­ლად კლა­სი და­ყოთ ჯგუ­ფე­ბად, ხო­ლო II აქ­ტი­ვო­ბი­სათ­ვის (დის­კუ­სი­ა) გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ერ­თო საკ­ლა­სო მუ­შა­ო­ბის ფორ­მა. დრო, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ექ­ს­პე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ი­ყე­ნოთ დის­კუ­სი­ი­სათ­ვის. სა­სურ­ვე­ლია ჯგუ­ფებ­მა შე­ის­წავ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა მცე­ნა­რის ღე­რო. ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

 

აქ­ტი­ვო­ბა I

ცდა: მცე­ნა­რის ღე­რო­ში წყლის გა­და­ად­გი­ლე­ბა

 

რას ვიკ­ვ­ლევთ:

1. რო­გორ მოქ­მე­დებს ტემ­პე­რა­ტუ­რა ღე­რო­ში წყლის ტრან­ს­პორ­ტ­ზე.
2. რა სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს სითხე მცე­ნა­რის ღე­რო­ში.

 

ცდის მი­ზა­ნი: წყლის მოძ­რა­ო­ბის შეს­წავ­ლა ღე­რო­ში.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

2 ცა­ლი 600მლ მო­ცუ­ლო­ბის ქი­მი­უ­რი ჭი­ქა (F0088), ლუ­პა (F0116), თერ­მო­მეტ­რი, სპირ­ტ­ქუ­რა, ან ელექ­ტ­რო­ჩა­ი­და­ნი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­ხა­ზა­ვი, ლან­ცე­ტი, მცე­ნა­რის 2 ღე­რო (ნი­ა­ხუ­რი, სი­მინ­დი, მი­ხა­კი, ზი­ზი­ლა ან სხვ.), მარ­კე­რი, წყა­ლი, სა­ღე­ბა­ვი (საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვის ფხვნი­ლი, ჭარ­ხ­ლის წვე­ნი, მე­ლა­ნი).

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1. აიღეთ 2 ქი­მი­უ­რი ჭი­ქა. და­ნომ­რეთ. ჩა­ას­ხით №1 ჭი­ქა­ში 25-30°C-მდე შემ­თ­ბა­რი წყა­ლი, ხო­ლო №2 ჭიქაში იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის 10-15°C ცი­ვი წყა­ლი.
2. ჩა­აწ­ვე­თეთ ჭი­ქებ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით წი­თე­ლი ან სხვა ფე­რის საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვი (შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ ჭარ­ხ­ლის გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი ან მე­ლა­ნი).

3. მაკ­რატ­ლით გა­და­ჭე­რით მცე­ნა­რის ღე­რო­ე­ბის ქვე­და, გა­მომ­შ­რა­ლი ბო­ლო­ე­ბი და მო­ა­თავ­სეთ წყლი­ან ჭი­ქებ­ში. ღე­როს მცი­რე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სან­ტი­მეტ­რამ­დე სიგ­რ­ძის მო­ნაკ­ვე­თი მო­ა­ჭე­რით წყალ­ში მო­თავ­სე­ბის შემ­დე­გაც, რად­გან თა­ვი­დან აიცი­ლოთ ჰა­ე­რის მოხ­ვედ­რა ღე­როს სატ­რან­ს­პორ­ტო სის­ტე­მა­ში (წი­ნააღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხე­ლი შე­ეშ­ლე­ბა ღე­რო­ში წყლის გა­და­ად­გი­ლე­ბას).

სწავლა" src="http://ncp.ge/files/subjects/sabunebismetyvelo%20mecnierebebi/ainshtainis%20laboratoria/images/ain%20135_opt.jpeg" alt="ღეროში წყლის მოძრაობის შესწავლა" width="350" />

4. მო­ა­თავ­სეთ ჭი­ქა თბი­ლი წყლით თბილ ად­გილ­ზე (გა­მათ­ბობ­ლის გვერ­დით, ან თერ­მოს­ტატ­ში), ხო­ლო ჭი­ქა ცი­ვი წყლით - ცივ ად­გილ­ზე. ჩა­ი­ნიშ­ნეთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დაწყე­ბის დრო.
5. სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დი, თუ რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს თი­თო­ე­უ­ლი მცე­ნა­რის ღე­რომ.
6. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ ამო­ი­ღეთ მცე­ნა­რის ღე­რო­ე­ბი წყლი­ა­ნი ჭი­ქე­ბი­დან, გა­ჭე­რით სიგ­რ­ძე­ზე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ზუს­ტად ისე, რომ ღე­რო არ და­ა­ზი­ა­ნოთ და და­აკ­ვირ­დით ლუ­პით. სა­ხა­ზა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ზო­მეთ ის მან­ძი­ლი რა მან­ძილ­ზეც მოხ­და სა­ღე­ბა­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა ღე­რო­ში.

ღეროზე დაკვირვება

7. გა­ზო­მეთ ის მან­ძი­ლი, რა მან­ძილ­ზეც მოხ­და სა­ღე­ბა­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა ღე­რო­ში და გა­მო­ი­ან­გა­რი­შეთ სითხის მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე მცე­ნა­რის ღე­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.
8. მო­ი­ფიქ­რეთ მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­რიცხ­ვის ფორ­მა და შე­ი­ტა­ნეთ მას­ში კვლე­ვის შე­დე­გე­ბი.
9. ცდის შე­დე­გი შე­ა­და­რეთ თქვენს მი­ერ გა­მოთ­ქ­მულ ვა­რა­უდს.
10. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ კლე­ვის შე­დე­გე­ბი და უპა­სუ­ხეთ კვლე­ვით შე­კითხ­ვას.

 

ცდის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

1. გან­საზღ­ვ­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დე­ბი მო­ცე­მულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში (და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დია ის მან­ძი­ლი, რა მან­ძილ­ზეც სა­ღე­ბა­ვის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია - ტემ­პე­რა­ტუ­რა).
2. რა და­ვად­გი­ნეთ კვლე­ვის შე­დე­გად? (ღერო ატა­რებს წყალს ქვე­მო­დან ზე­ვით).
3. მო­ცე­მუ­ლი ცდის შე­დე­გის მი­ხედ­ვით ახ­სე­ნით, რა­ტომ კლე­ბუ­ლობს ზამ­თარ­ში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა ფოთ­ლო­ვან ხე­ებ­ში? (და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მცირ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­სი­ცოცხ­ლო პრო­ცე­სე­ბი, მათ შო­რის წყლის შე­წო­ვა, ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა და ტრან­ს­პი­რა­ცი­ა).

 

 

აქ­ტი­ვო­ბა II  მცე­ნა­რის ღე­როს აგე­ბუ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: მცე­ნა­რის ღე­როს აგე­ბუ­ლე­ბი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შეს­წავ­ლა მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

 

აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

მცე­ნა­რის ღე­როს მო­დე­ლი (F0273)

 

აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბა

1. ღე­როს მო­დე­ლი და­დეთ ყვე­ლას­თ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას და სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რონ მი­სი აგე­ბუ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ნა­წი­ლე­ბი აჩ­ვე­ნონ მო­დელ­ზე (კა­ნი, ლა­ფა­ნი, სა­ფე­ვი, მერ­ქა­ნი, ბოჭ­კო­ე­ბი, საც­რი­სე­ბუ­რი მი­ლე­ბი).

ქსილემა და ფლოემა

 

2. სთხო­ვეთ, ისა­უბ­რონ ქსი­ლე­მი­სა და ფლო­ე­მის უჯ­რე­დებ­ზე და იმ­ს­ჯე­ლონ რა ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს თი­თო­ე­უ­ლი? (ქსი­ლე­მა ერ­თ­მა­ნეთ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. მათ ერ­თ­მა­ნეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გა­ნი­ვი კედ­ლე­ბი ჩაშ­ლი­ლი აქვთ და გრძელ ცა­რი­ელ მი­ლებს, ანუ ჭურ­ჭ­ლებს წარ­მოქ­მ­ნი­ან. ფლო­ე­მა ე.წ. საც­რი­სე­ბუ­რი მი­ლე­ბი­სა და თა­ნამ­გ­ზავ­რი უჯ­რე­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. საც­რი­სე­ბუ­რი მი­ლე­ბი ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბის­გან არის წარ­მოქ­მ­ნი­ლი. ქსი­ლე­მა­ში წყა­ლი მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფეს­ვებ­დან - ფოთ­ლე­ბის­კენ მოძ­რა­ობს. ხო­ლო ფლო­ე­მა­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს - ფოთ­ლე­ბი­დან ფეს­ვე­ბის­კენ და პი­რი­ქით).

 

3. აჩ­ვე­ნონ ღე­როს რა ნა­წილ­შია ჭურ­ჭ­ლე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი? (მერ­ქან­ში). აღ­წე­რონ მერ­ქ­ნის უჯ­რე­დე­ბი (მერ­ქ­ნის უჯ­რე­დე­ბი არის სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის და მოყ­ვა­ნი­ლო­ბის. მა­თი გარ­სი გას­ქე­ლე­ბუ­ლია და გაჟ­ღენ­თი­ლია ნივ­თი­ე­რე­ბით, რო­მე­ლიც მათ სიმ­ტ­კი­ცეს ანი­ჭებს).

 

4. დას­ვით კითხ­ვე­ბი:

 

• რა­ტომ ჩნდე­ბა ღე­რო­ში ე.წ. ფუ­ღუ­რო? (გულ­გუ­ლის ფა­შა­რი უჯ­რე­დე­ბი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად იშ­ლე­ბა, რა­საც მოყ­ვე­ბა მერ­ქ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა და წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ფუ­ღუ­რო).
• თუ მცე­ნა­რის ღე­როს ქერქს შე­მო­აც­ლით, სი­ნო­ტი­ვეს იგ­რ­ძ­ნობთ. ახ­სე­ნით მი­ზე­ზი. (ღე­როს ქერ­ქ­სა და მერ­ქანს შო­რის არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი - კამ­ბი­უ­მი, რო­მე­ლიც ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. კამ­ბი­უ­მის უჯ­რე­დე­ბი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იყო­ფა, ამი­ტომ ისი­ნი ძა­ლი­ან წვრი­ლი და თხელ­გარ­სი­ა­ნია. რო­დე­საც მერ­ქანს ქერქს ავაც­ლით, ისი­ნი სკდე­ბა და უჯ­რე­დის თხე­ვა­დი შიგ­თავ­სი გა­რეთ გად­მო­იღ­ვ­რე­ბა).
• რო­გორ იზ­რ­დე­ბა ღე­რო სის­ქე­ში? (კამ­ბი­უ­მის უჯ­რე­დე­ბის და­ყო­ფის ხარ­ჯ­ზე).
• რა­ტომ არის ახალ­გაზ­რ­და ღე­რო მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბის? (სა­ფე­ვის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია უჯ­რე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ქლო­რო­ფილს. ახალ­გაზ­რ­და ყლორ­ტე­ბი სა­ფე­ვის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე და­ფა­რუ­ლია თხე­ლი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კა­ნით, რომ­ლის შიგ­ნით კარ­გად მო­ჩანს მწვა­ნე შრე).
• ივა­რა­უ­დეთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა ღე­რო­ში არა­ორ­გა­ნუ­ლი და ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი? ახ­სე­ნით, რა­ტომ? (წყა­ლი და მას­ში გახ­ს­ნი­ლი მა­რი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­და­ად­გილ­დე­ბა ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფეს­ვი­დან - მცე­ნა­რის და­ნარ­ჩე­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის­კენ, ანუ ქვე­ვი­დან ზე­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ფეს­ვუ­რი წნე­ვი­სა და ტრან­ს­პი­რა­ცი­ის მოვ­ლე­ნე­ბით, რო­მე­ლიც ქმნის წყლის მუდ­მივ, აღ­მა­ვალ ნა­კადს მცე­ნა­რე­ში.

 

ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­დად­გილ­დე­ბა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზე­ვი­დან ქვე­ვით, რო­დე­საც ხდე­ბა მცე­ნა­რის მწვა­ნე ნა­წი­ლებ­ში სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­ტა­ნა სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი­სა­კენ, და ქვე­ვი­დან ზე­ვით, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს სხვა­დას­ხ­ვა მი­წის­ქ­ვე­და სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბებ­ში სა­მა­რა­გოდ დაგ­რო­ვი­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბას მცე­ნა­რის სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნო­ებ­ში).

 

 

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი:

 

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=t9984kc2sEg

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=4guqqdmkB1A&NR=1&fe­a­tu­re=en­d­s­c­re­en

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=GtgGMSWtABE

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=S8SMUpnJ28Y

 

 

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

 

• ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლის/აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი.
• ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მის უნა­რი.
• დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი.
• გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნის უნა­რე­ბი.
• დას­კ­ვ­ნის ვა­რა­უდ­თან შე­და­რე­ბის უნა­რი.