1. სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. “ვხატავთ ვან გოგის ასლს

მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან ვან გოგის ნამუშევრის დეტალებს და შეეცდებიან, მსგავსი მონასმების გამეორებას საკუთარ ნამუშევრებში.

ვან გოგის ასლი     ვან გოგის ნახატი

  

რესურსები

1. სახატავი ფურცლები, საღებავები, ფუნჯები.

  

შენიშვნა

1. ამ აქტივობის მიზანი არ არის ზუსტი ასლის გაკეთება. მოსწავლეებმა რამდენჯერმე უნდა სცადონ, ჯერ სავარჯიშო ფურცელზე მონასმების გაკეთებაში ხელის გავარჯიშება, შემდეგ კი შეუდგნენ ასლის გაკეთებას (შეიძლება რამდენიმე ცდა და მეტი ფურცელი დასჭირედეთ სასურველი შედეგის მისაღწევად).

WordSection1" style="text-align: justify;">

მასწავლებელმა პუანტელისტების ნამუშევრებში, უნდა მიაქციოს მოსწავლეების ყურადღება რაიმე დეტალის გამოსახვის თავისებურებას - მაგ. ხეების სიმწვანე რამდენი სხვადასხვა ფერითაა გადმოცემული; როგორ მიიღწევა ერთიანობის ეფექტი და ა.შ.

 

 

1. აქტივობა II. "პუანტილიზმი"

მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პუანტილისტების ნამუშევრებს, აჩვენებს ნამუშევრების დეტალებს – როგორაა დახატული ხეები, მიწა, ბალახი და ა.შ. შემდეგ მოსწავლეები ამ ტექნიკით (ფერადი წერტილებით) დახატავენ პეიზაჟს.

   

რესურსები

1.II. სახატავი ფურცლები, სხვადასხვა ზომის ფუნჯები, გუაში.

ვიზუალური მასალა: პუანტილისტების ჟორჟ სიორას და პოლ სინიაკის ნამუშევრები. 

 

შენიშვნა

1.II. სავარაუდო თემების ჩამონათვალი: “ვულკანის ამოფრქვევა”, “ავდარი”, ”სიზმარი”, “ცეკვა”, “ოკეანე”, ”გაზაფხული” “პეპლები”... მასწავლებელს სიტუაციის მიხედვით შეუძლია შეცვალოს სამუშაო დრო ყოველი ნახატისთვის - ზოგს ოდნავ ნაკლები დრო დაუთმოს, ზოგს - ოდნავ მეტი, იმის  მიხედვით, თუ როგორ ართმევენ თავს დავალებას მოსწავლეები. თავდაპირველად, ვიდრე მოსწავლეები ალღოს აუღებენ ამ აქტივობას, მათ მეტი დრო დასჭირდებათ ყოველი ნახატის შესასრულებლად.

მომდევნო აქტივობაზე კი მასწავლებელი თავისუფლად შეძლებს, უფრო სწრაფად ცვალოს თემები.


1. აქტივობა III. სკეტჩი

მოსწავლეებს ურიგდებათ რამდენიმე სახატავი ფურცელი. ამ აქტივობის ამოცანა, ნამუშევრების დახატვაა სწრაფად, რამდენიმე მონასმით. მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ თითო ნამუშევრის შექმნისთვის მათ ეძლევათ 5 ან 10 წუთი და მათი ამოცანაა, არა იდეალური ნახატის შექმნა, არამედ ერთი – ორი მონასმით გამოხატონ განწყობილება, მოძრაობა... მასწავლებელი ასახელებს თემას, მოსწავლეები ხატავენ. 5-10 წუთში მოსწავ- ლეები გადადებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ასახელებს ახალ თემას და მოსწავლეები ხატავენ ახალ ნახატებს.


რესურსები

1.III. სახატავი ფურცლები, საღებავები, ფუნჯები.

  

 

1. აქტივობა IV. “ტრაფარეტი

(2 გაკვეთილი)

  

I გაკვეთილი

მოსწავლეები დიდ სახატავ ფურცელზე ფანქრით დახატავენ დეკორატიული, აბსტრაქტული ნამუშევრის ესკიზს. ქაღალდის უკანა მხარეს გააშავებენ ნახშირით ან რბილი ფანქრით. სახატავ ფურცლებს ან შპალერის რულონის ნაჭერს დადებენ ესკიზის ქვეშ, მაგარი ფანქრით შემოავლებენ ესკიზის კონტურს და გადაიყვანენ შპალერის ქაღალდზე ესკიზის დეტალებს. ქაღალდის საჭრელი დანით (წვრილი დეტალებისთვის) და მაკრატლით (შედარებით დიდი დეტალებისთვის) შპალერიდან გამოჭრიან გადაყვანილ დეტალებს.*

 

II გაკვეთილი

მოსწავლეები მოამზადებენ ფონს - ფურცელს, რომელზეც ესკიზი ხატია, დაფერავენ საღებავებით (ღრუბლით ან დიდი ფუნჯით). შემდეგ სახატავ ფურცელს დაადებენ და სკოტჩით დაამაგრებენ გამზადებულ შპალერის ნაჭრებს, რომლებზეც ტრაფარეტია ამოჭრილი. შპალერზე ამოჭრილ, ცარიელ ადგილებს დაფერავენ ღრუბლით (ფონისგან მკვეთრად განსხვავებული ფერებით).

განსხვავებული ვარიანტი: მოსწავლეებს ტრაფარეტად შეუძლიათ ხმარება იმ დეტალებისაც, რომლებიც ამოიჭრა – ამ შემთხვევაში, გამოჭრილი დეტალები უნდა დაიდოს ესკიზზე მონიშნულ ადგილებზე და ღრუბლით დაიფაროს (მთლიანად ან ნაწილობრივ, მოსწავლის ჩანაფიქრის შესაბამისად) ესკიზი. ის ადგილები,  სადაც გამოჭრილი დეტალები იდო, შეუღებავი  დარჩება (ეს ადგილები შეიძლება შეივსოს სხვა ფერებით, ტექნიკით და ფაქტურით).

 

რესურსები

1. IV. სახატავი ფორმატის ნახევარი, შპალერის რულონი ან აკვარელის ქაღალდი, ღრუბელი, ფუნჯები, შავი ფანქრები - რბილი (2B) და მაგარი (HB), მაკრატელი და ქაღალდის საჭრელი დანა, გუაში, სკოტჩი ტრაფარეტის ქაღალდზე დასამაგრებლად და გაზეთები დასაფენად.


შენიშვნა

1. IV. სურვილისამებრ, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს ნამუშევრის თემა – მაგ., “გეომეტრიული სამყარო”, “ ნეოლითის ხანა”, “დეკორატიული ნატურმორტი”, “ფარდაგი”.

* მასწავლებელმა უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ ესკიზის დახატვისას გაითვალისწინონ ის, რომ ყველა დეტალი, რომელსაც დახატავენ, უნდა გამოიჭრას ანუ: ა) დეტალები უნდა იყოს ერთ- მანეთისგან დამოუკიდებელი, და არა გადაბმული, რათა შესაძლებელი იყოს მათი სხვადასხვა ფერით გაფერადება; ბ) თუ მოსწავლეებს სურთ, რომ მათი ნამუშევარის ესკიზი (დეკორატიული ნატურ- მორტი, პეიზაჟი ან ფარდაგის ესკიზი) შემოფარგლული იყოს ორნამენტული ჩარჩოთი, ნამუშევრის ესკიზის დახატვისას, მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და სახატავი ფურცლის კიდეებზე დატოვონ ჩარჩოს დასახატად თავისუფალი ადგილი (1–2 სმ სიგანის ზოლი. ჩარჩოს მოსახატად, ისე, როგორც ძირითადი ესკიზისთვის, დაიხატება და გამოიჭრება ტრაფარეტი - მარტივი გეომეტრიული ორნამენტები - რომბები, კოპლები, კვადრატები.