ვირჩევ, ვიყენებ

რესურსები

სხვადასხვა  ნივთი (სასურველია იმდენი, რამდენი მოსწავლეცაა კლასში).

  

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი კლასში ალაგებს რამდენიმე ნივთს. მაგალითად, ილუსტრირებულ წიგნს, ლურსმანსა და ჩაქუჩს, სათამაშო გაზქურას, ფერად ღილებს, ფერადი ძაფების ნაკრებს და სხვ. მოსწავლეები ათვალიერებენ ამ ნივთებს, ირჩევენ მათთვის სასურველს და ასაბუთებენ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს  ნივთი, რაში შეიძლება ის გამოიყენონ.

 

შეფასება

შეფასდება  მკაფიოდ მეტყველების, სიტყვათა ფუნქციური დანიშნულების გაგებისა და გამოყენების უნარი. 

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელი არჩევანში თავისუფალია, თუმცა ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველა  ნივთი მოსწავლეებისათვის ნაცნობია.