ვიმეტყველოთ სწორად.

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარებას, მოსწავლეთა მართლმეტყველებისა და მართლწერის უნარების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება;

მართებულად (ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვით) მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები

აუდიომასალა, საწერი კალამი, რვეული.

                                                                                                          

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს მოასმენინებს საუბრის აუდიოჩანაწერის ერთ ნაწყვეტს, რომელშიც უხვად იქნება კოლოქვიალიზმები, ბარბარიზმები და სხვ.,  შემდეგ  კი მოასმენინებს   გამართული  მეტყვლების  ამსახველ  აუდიომასალას.  დასვამს შეკითხვას:

”როგორ ფიქრობთ, რომელ ჩანაწერში  ჩანდა, რომ ადამიანი ზეპირად ლაპარაკობდა  და რომელ ჩანაწერში ჩანდა, რომ ადამიანი დაწერილ ტექსტს კითხულობდა?” მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ორ ჩანაწერს შორის განსხვავების დადგენა. შესაძლოა, მასწავლებელმა მეორეჯერაც მოასმენინოს მოსწავლეებს აუდიოჩანაწერები და დაავალოს მათ, ჩაინიშნონ ზეპირმეტყველების დამადასტურებელი სიტყვები/გამოთქმები და ენობრივად დახვეწილი ტექსტის მახასიათებლები. აქტივობა შემაჯამებელი მსჯელობითა და ჩანაწერებიდან მაგალითების დასახელებით სრულდება.

აქტივობის ხანგრძლივობა: 16-18 წუთი.

 

შეფასება

ამგვარი აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • დიალექტიზმების, ბარბარიზმების და მისთ. ამოცნობა მოსმენით;
  • სასვენი ნიშნების, დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება.