ვიდეოჩანაწერის მოსმენა და გაგება.

მიზანი:

  • მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ტექსტის შინაარსის გააზრება და დეტალური გაგება;
  • ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თემატური ლექსიკის განმტკიცება-გამდიდრება;
  • ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

სამუშაო ფურცელი, ვიდეოჩანაწერი ხმის გარეშე - №1თემატური ვიდეოჩანაწერი - №2, ფოტოები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, DVD ფლეერი, დაფა, ცარცი.

 

სოციალური ფორმები:

ინდივიდუალური, წყვილური

 
აქტივობის მსვლელობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოჩანაწერს №1 ხმის გარეშე, ან იმავე ვიდეოჩანაწერიდან ამოღებულ ფოტოებს და ავალებს, დაასახელონ მათზე ასახული მოქმედებები და პიროვნებები და გამოთქვან ვარაუდი, სად არიან ისინი (Décrivez les activités, les personnes présentées sur les images. Dites où elles sont, selon vous.).
მოსწავლეები აღწერენ სურათებს/კადრებს და ასახელებენ მათზე ასახულ პიროვნებებს, საგნებსა და მოქმედებებს (la plage, le sable, le parasol, faire de la voile/ du pédalo/du kayak/de l’aviron/du canoё/du volley de plage/du beach-volley, jouer à la pétanque/au baby-foot, faire un château de sable, des jeux nautiques, etc.). მასწავლებელი დამატებით აწვდის თემატიკასთან დაკავშირებულ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებსაც უხსნის ფრანგულ ენაზე განმარტებების ან სინონიმებისა და ანტონიმების დახმარებით და წერს დაფაზე.
შემდეგ მასწავლებელი სამუშაო ფურცლებს ურიგებს მოსწავლეებს. ისინი შეისწავლიან დავალების პირობასა და კითხვარს. მასწავლებელი ამოწმებს, სწორად გაიგეს თუ არა დავალების პირობა და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მათ.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ისინი სამჯერ ნახავენ ვიდეოჩანაწერს №2 ხმის თანხლებით და აფრთხილებს, რომ პირველი ნახვისას, შესაძლებელია, ყველაფერი ვერ გაიგონ, ამიტომ ზოგადი შინაარსის გასაგებად ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაცნობ ვიზუალურ და ვერბალურ ელემენტებზე.
მოსწავლეები უყურებენ ვიდეოჩანაწერს, ასრულებენ მრავლობითი არჩევანის სავარჯიშოს - QCM (Regardez la vidéo et trouvez la bonne réponse.) და ამოწმებენ გამოთქმული ვარაუდის სისწორეს. მათ ეძლევათ დრო, რათა ჩაინიშნონ პასუხები და გადაიკითხონ მომდევნო დავალების კითხვები.

მეორე ჩვენების შემდეგ მოსწავლეები ზეპირად უპასუხებენ კითხვებს (Regardez la vidéo et répondez aux questions.) და გადაიკითხავენ მომდევნო დავალებას.
მესამე ჩვენების შემდეგ ისინი ავსებენ ნაკლულ ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს (Regardez la vidéo et complétez les phrases ci-dessous).
მასწავლებელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, პასუხები შეადარონ მეზობლის პასუხებს, შემდეგ კლასთან ერთად ამოწმებენ დავალებას და ასწორებენ შეცდომებს. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი კიდევ ერთხელ უჩვენებს ვიდეოჩანაწერს და შეაჩერებს იმ ადგილას, სადაც სწორი პასუხებია მოცემული.
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ და წყვილებში ერთმანეთს მოუყვნენ, რითი ერთობიან მშობლიურ ქალაქში ზაფხულის სიცხეების დროს, ბოლოს კი კლასის წინაშე წარმოადგინონ თავიანთი პასუხები.
შესაძლო გაგრძელება: მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს პარიზის პლაჟის შესახებ 80-100-სიტყვიანი სტატიის დაწერას (Écrivez un article de journal présentant Paris Plage 2011 (80 à 100 mots)).

სავარჯიშოებისა და მოსასმენი ტექსტის ნიმუში:

Paris Plage 2011 : découvrez les nouveautés !

I. Regardez la vidéo et trouvez la bonne réponse.
1. La vidéo présente:
a) un programme culturel
b) un chantier de construction
c) un programme et un lieu de loisirs d’été
2. Le présentateur, c’est:
a) le maire de Paris
b) le concepteur de l’événement
c) l’ingénieur en chef des travaux
3. L’événement a lieu:
a) en été en France

b) au printemps à Paris

c) en juillet et août à Paris

 

II. Regardez la vidéo une deuxième fois et répondez aux questions.

  1. De quel événement s’agit-il dans la vidéo ?
  2. Combien de fois a-t-on déjà organisé cet événement à Paris ?
  3. Parmi combien d’activités peut-on choisir ?
  4. Où exactement cet événement est-il organisé ?
  5. Mentionnez 6 activités qu’on peut y faire.

 

III. Regardez la vidéo une troisième fois et complétez les phrases ci-dessous.

Je voulais essayer de mettre du .............. (a) vraiment, et faire une très grande plage. On a quand même un ................ (b) de sable, c’est que, on fait une très grande plage du tunnel des ............. (c) jusqu’à l’Hôtel de Ville avec des prés de ................ (d), de balle, des concours de châteaux de sable, des .............. (e) de billes, tout ce qu’on peut trouver sur une plage et ce que le sable permet en termes de jeux. On a 37 activités différentes qui sont toutes .............. (f), évidemment gérées par les professionnels de la ville. Les enfants sont................ (g) dans les infrastructures extrêmement professionnelles. On a entre 2 millions et ................. (h) et demi de personnes sur les années. On travaille beaucoup sur les jeux ............... (i). On va pouvoir apprendre à faire du............. (j), de la.......... (k), de l’............... (l), du .............. (m).

 

Corrigés: a. sable, b. un kilomètre, c. Tuileries, d. raquette, e. parcours, f. gratuites, g. reçus, h. 3 millions, i. nautiques, j. canoë, k. voile, l. aviron, m. kayak. 

 

Transcription

Paris Plage 2011: découvrez les nouveautés !

Jean-Christophe Choblet- Scénographe Paris Plage 

Cette 10e édition, c’est d’y aller vraiment, et d’offrir une très très grande plage aux Parisiens et à tout le monde parce qu’il n’y a pas que les Parisiens qui viennent maintenant sur Paris Plage. La seule critique que j’aie jamais eue sur Paris Plage, c’est que ce n’était pas vraiment une plage. Les causes : le sable n’était pas assez présent. Je voulais essayer de mettre du sable vraiment et faire une très grande plage sur l’ensemble des quais au départ, donc en fin de compte on a quand même un kilomètre de sable, c’est que, on fait une très grande plage du tunnel des Tuileries jusqu’à l’Hôtel de Ville avec des prés de raquette, de balle, des concours de châteaux de sable, des parcours de billes, tout ce qu’on peut trouver sur une plage et ce que le sable permet en termes de jeux. Cette fois, je crois on a 37 activités différentes qui sont toutes gratuites, évidemment gérées par les professionnels de la ville. Les enfants sont reçus dans les infrastructures extrêmement professionnelles. On a entre 2 millions et 3 millions et demi de personnes sur les années. Donc, on est obligé quand même d’avoir la capacité, que chaque activité ait une certaine capacité en termes de réception publique. En passant par la Villette on a fait davantage de pouvoir accéder au Bassin à l’eau. On travaille beaucoup sur les jeux nautiques. On va pouvoir apprendre à faire du canoё, de la voile, de l’aviron, du kayak. Donc, c’est vraiment les matinées pour apprendre et l’après-midi, c’est du cabotage. Donc... On a toujours essayé de travailler sur les espaces, avec à la fois une activité pour les gamins et que les adultes puissent aussi être pas loin, à côté, et pas être simplement attentifs à leurs enfants. On a fait faire des transats surdimensionnés comme si nous, on avait la taille d’un enfant de dix ans. On a toujours les grands concerts qu’il y aura sur la place de l’Hôtel de Ville la première semaine, et après on ramène le beach-volley sur le parvis de l’Hôtel de Ville, qui quand même est une activité que les Parisiens aiment beaucoup, notamment les pompiers, le matin, très tôt.

 

განმავითარებელი შეფასება:

მოცემული აქტივობის საშუალებით მოწმდება, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს აუდიო-ვიზუალურ დოკუმენტში გადმოცემული ზოგადი და დეტალური ინფორმაციის გაგება.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე შეცდომას დაუშვებს, მასწავლებელი ხელახლა ასმენინებს ჩანაწერს და თავად ასწორებინებს შეცდომებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩანაწერის რამდენჯერმე მოსმენა.
მოსმენილის გაგებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებში კითხვები არ უნდა საჭიროებდნენ ვრცელ პასუხებს, რათა არ მოხდეს კომპეტენციების აღრევა და ყურადღების გადატანა ზეპირი ან წერილობითი პასუხების დროს დაშვებულ შეცდომებზე, ვინაიდან მოწმდება მოსწავლის სმენითი რეცეფცია და არა პროდუცირების უნარი. ამასთან, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი პასუხების დროს შეცდომების ხშირი შესწორება მოსწავლეების მოტივაციას აქვეითებს.
წერილობითი პასუხების შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ორთოგრაფიული შეცდომები, თუ ისინი ხელს არ უშლის აზრის გაგებას.

 

მეთოდიკური კომენტარი:

საბაზო-საშუალო საფეხურზე მოსწავლეს ევალება აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე შექმნილი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების, რეპორტაჟების, ტელეჟურნალების, ზეპირი გამოსვლებისა და სხვა აუდიო/ვიდეოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
მოცემული აქტივობის მიზანია, მოსწავლეს განუვითაროს როგორც მოსმენილი მასალის ზოგადი შინაარსის, ისე მისი დეტალური გაგების უნარ-ჩვევები.
ვიდეოჩანაწერზე მუშაობისას მოსწავლეს ერთდროულად უწევს ვერბალური და ვიზუალური ელემენტების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება; ვიზუალური საყრდენები მას ეხმარება ამოიცნოს პერსონაჟები, ადგილები და გამოთქვას ვარაუდი დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით.
მოცემული აქტივობა შედგება სამი: მოსამზადებელი, ტექსტის მოსმენისა და ტექსტის მოსმენის შემდგომი ეტაპისგან.
მოსამზადებელ ეტაპზე განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსიკური მასალის გახსენება და ახალი სიტყვების შესწავლა ხელს უწყობს მოსასმენი ტექსტის გაგების ეფექტიანობას, მოსწავლეს უხსნის ენობრივი და ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებს, მატებს თავდაჯერებას და უმაღლებს მოტივაციას.
მომდევნო ეტაპზე იგი ნაცნობ ვერბალურ და ვიზუალურ ელემენტებზე დაყრდნობით ასრულებს ჯერ ზოგადი შინაარსის, შემდეგ კი კონკრეტული დეტალების გაგების შესამოწმებელ სავარჯიშოებს. ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეს უვითარებს როგორც სმენითი აღქმის, ისე ენობრივ და სემანტიკურ უნარებს.
თავის ქვეყანაში ზაფხულში დასვენებისა და გართობის შესახებ საუბარი, საკუთარი და უცხო ქვეყნის მცხოვრებლების ყოფას შორის მსგავსება-განსხვავების დანახვა კი ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერკულტურული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ბოლოს, გაგრძელების სახით, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს, განხილული თემის შესახებ დაწერონ მცირე მოცულობის სტატია, რომლის შედგენაში გეგმად გამოადგებათ მეორე სავარჯიშოში მოცემული კითხვები.
მოსმენის უნარის განვითარებას ხანგრძლივი და სისტემური ვარჯიში სჭირდება, ამიტომ სასურველია აუდიო/ვიდეოჩანაწერების გარკვეული პერიოდულობით მოსმენა და მათ გაგებაზე ვარჯიში.
ამ ტიპის აქტივობების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ აქტუალურ ან მოსწავლისთვის საინტერესო თემატიკაზე შექმნილი ვიდეომასალის მოსმენასა და გაგებაზე სავარჯიშოდ.