ვალაგებთ ჩანთაში

WordSection1">

რესურსები

ქაღალდის ჩანთები წარწერებით. ქაღალდის ჩანთები შეიძლება შეცვალოს სკოლის, ბაკურიანის, ზღვისა და სოფლის სურათებიანმა ტრაფარეტებმა, რომლებიც დაიდება მაგიდებზე ჯგუფების განლაგების მიხედვით.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ყოფს კლასს მცირე ჯგუფებად და აძლევს ინსტრუქციას: თითოეულმა ჯგუფმა  უნდა ჩამოთვალოს ის ნივთები, რომლებსაც ჩაალაგებს ჩანთაში. ერთი ჯგუფი ნივთებს ალაგებს სასკოლო ჩანთაში, მეორე, მესამე და მეოთხე - სამგზავროში (ერთი ჯგუფი მიემგზავრება ბაკურიანში, მეორე ზღვაზე, მესამე - ექსკურსიაზე/სოფელში, ბებია-ბაბუასთან). სასურველია, ჯგუფებს დაურიგდეთ ქაღალდის ჩანთები შესაბამისი წარწერებით. თუ ჩამოთვლილ ნივთთაგან რომელიმე ზედმეტად ჩანს, ჯგუფმა უნდა ახსნას, რატომ მოხვდა ეს ნივთი ”ჩანთაში”. 

 

შეფასება

შეფასდება  უმთავრესად,  ინსტრუქციის  გაგების, ნივთების ფუნქციური დანიშნულების გაგებისა და გამოყენების, ასევე  ადეკვატური ლექსიკის შერჩევის უნარი.

 

მეთოდური მითითება

ჯგუფების ჩანთების დანიშნულების შეცვლა მასწავლებელს შეუძლია იმის  მიხედვით, რა თემატურ-ლექსიკური ერთეულების გააქტიურება სურს. ამიტომ, აქტივობის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა თემატურ ბუდეებზე მუშაობისას როგორც ინდივიდუალურად, ასევე  წყვილებშიც