2. უფრთხილდება (არ აზიანებს) სხვის და საკუთარ ნამუშევრებს.

ტიპური აქტივობა

შენიშვნა

1. და 2. თუ მასწავლებელი პატივისცემით ეპყრობა მოსწავლეთა ნამუშევრებს, ეს თავისთავად გადაეცემა მოსწავლეებსაც. ნამუშევრები პორტფოლიოებში მოწესრიგებულად უნდა ინახებოდეს. ყველა ნამუშევარი უნდა იყოს დასათაურებული და დათარიღებული. მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ უნდა ახარისხებდნენ და ინახავდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვის ნამუშევრებს. როდესაც მოსწავლეები საღებავებით ან რელიეფური პასტით მუშაობენ,  ნამუშევრების გაშრობას გარკვეული დრო სჭირდება და ისინი უნდა იდოს ცალ-ცალკე (გაუმშრალი ნამუშევრები ერთმანეთს დაეწებება და დაზიანდება). მოსახერხებელია გასაშრობად მათი იატაკზე დალაგება. მოსწავლეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ – ნამუშევრებს შემთხვევით ფეხი არ დაადგან, არ დაკუჭონ და არ დაადონ ერთმანეთს სველი ნახატები.