3. იყენებს ცივ და თბილ ფერებს ნამუშევარში

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა I. "ცივი და თბილი ფერები"

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა ფერის ბარათებს. მოსწავლეებმა სწრაფად უნდა წარმოთქვან სიტყვა, რომელიც ამ ფერის ასოციაციით მოუვათ თავში და შემდეგ გამოთქვან აზრი, თუ როგორ აღიქვამენ ბარათზე გამოსახულ ფერს – თბილია ეს ფერი თუ ცივი და რატომ (წითელი ცეცხლისფერია და თბილი, ცისფერი ყინულის წყლის ფერია და ცივი).

მოსწავლეები ვარჯიშობენ პალიტრაზე ცივი და თბილი ფერების გარჩევასა და შედგენაში – თბილი ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ყვითელი.

ცივი ფერები – ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, ცისფერი. კავშირი: აქტივობა .. III.1-1

  

რესურსები

3. პალიტრა, საღებავები, სახატავი ფურცელი.

 


3. აქტივობა II. "ზამთარი და შემოდგომა"

პალიტრაზე ცივი და თბილი ფერები იდება ცალ-ცალკე ჯგუფებად.

მოსწავლეები ხატავენ ორ ერთნაირ პეიზაჟს – ერთს - მხოლოდ ცივი ფერებით ‘ზამთარი”, მეორეს - მხოლოდ თბილი ფერებით ‘შემოდგომა” და მსჯელობენ მიღებულ შედეგზე. კავშირი.. III.3.

  

რესურსები

3. II. პალიტრა, 2 ცალი უბრალო სახატავი ფან- ქარი, ფურცელი, საღებავები. ვიზუალური მასალა: კამილ პისაროს პეიზაჟები.

 

 

3. აქტივობა III. "ფარდაგის ესკიზი"
 

მოსწავლეები ათვალიერებენ ქართული ფარდაგების ნიმუშებს. შემდეგ ასრულებენ მარტივი ქსოვილის ან ფარდაგის 2 ესკიზს: ერთს - თბილი ფერის ზოლებით და ორნამენტებით, მეორეს კი - ცივი ფერის ზოლებითა და ორნამენტებით.

მოსწავლეები ჯერ საღებავებით დახატავენ ფერად ზოლებს, შემდეგ ზოლებს ფანქრით დაახატავენ გეომეტრიულ ორნამენტებს და გააფერადებენ მათ.

 

ფარდაგის ესკიზის გართულებული ვარი­ანტი:

ცივი ფერის ზოლებზე ორნამენტი დაიხატება თბილი ფერებით და პირიქით, თბილი ფერის ზოლებზე - ცივი ფერის ორნამენტები. კავ­ შირი.. III.11..III.13.

 

რესურსები

3.III. ვიზუალური მასალა: ქართული ფარდაგების ნიმუშები; სახატავი ფურცელი, საღებავები ან ფერადი ფანქრები. 

 


3. აქტივობა IV. "ქეჩის იმიტაცია

(კავშირი: .. III.1-2)

I ვარიანტი - სახატავი ფურცელი უნდა დაიფეროს ცივი ფერების (ლურჯი, ნაცრისფერი, ცისფერი, მოლურჯო მწვანე) საღებავიანი ღრუბლის მსუბუქი დარტყმებით. სუფთა სახატავ ფურცელს სიგრძეზე მოაჭრიან 2 სმ სიგანის ზოლს 3-ჯერ (ან მეტჯერ) შუაზე დაკეცავენ მას და დაკეცილ მდგომარეობაში, ორივე მხარეს, ნაკეცებზე, გამოჭრიან სამკუთხედებს. გაშლისას, ქაღალდის ზოლზე, თანაბარი მანძილით დაშორებულ გამოჭრილ რომბებს მიიღებენ. იმავე ხერხით გამოჭრიან სხვა ორნამენტებსაც: რგოლისთვის - ნახევარწრეს, კვადრატისთვის - ნახევარ კვადრატს (ან მოკეცილი ქაღალდის ცალ მხარეს ნახევარ რგოლს და მეორე მხარეს სამკუთხედს...). მოსწავლეებმა უნდა სცადონ სხვადასხვა, მათი მოგონილი ორნამენტის შედგენაც. ტრაფარეტი უნდა დაადონ დაფერილი ფურცლის ნაპირას მონიშნულ, ასევე  2 სმ სიგანის მონაკვეთს და ღრუბლის მსუბუქი დარტყმებით შეღებონ თბილი (ნარინჯისფერი, ყვითელი...) ფერებით. ტრაფარეტი ფრთხილად მოაცილონ სახატავ ფურცელს ისე, რომ საღებავი არ გაიდღაბნოს. ფურცელზე სხვა ორნამენტის ადგილები წინასწარ უნდა იყოს ფანქრით მკრთალად მონიშნული. დამატებითი ორნამენტი შეიძლება ჩაიხატოს ხელითაც.

II ვარიანტი - ორნამენტის ფურცლის შუაში, ტრაფარეტით გადატანისთვის - კვადრატის ან მართკუთხედის ფორმის, ესკიზის შესაფერისი ზომის ფურცელი რამდენჯერმე მოიკეცება დიაგონალზე და ნაკეცებზე გამოიჭრება ნებისმიერი ფორმები. ფურცელი გაიშლება, გამოჭრილი ტრაფარეტი დაიდება სახატავ ფურცელზე და ღრუბლით დაიფერება. კავშირი.. III.11..III.13.

  

რესურსები

3.IV. ორი სახატავი ფურცელი, მაკრატელი, ღრუბელი, გუაში. 

 

შენიშვნა

3.IV. სახატავი ფურცელი, რომელზეც ტრაფარეტით გადავა ორნამენტი, გამშრალი უნდა იყოს.