2. ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე, კონცერტზე ცირკში, ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა I. "ცირკის არენაზე" 

(საერთო ნამუშევარი) – აპლიკაცია და ნახატი: მოსწავლეები ცალ-ცალკე ხატავენ ან ფერადი ქაღალდიდან გამოჭრიან ჯამბაზებს, ცხოველებს და სხვ. და შემდეგ ამაგრებენ დიდ მრგვალ ქაღალდზე, რომელიც წინასწარ ერთად შეღებეს ცირკის არენის ფერების შესაბამისად.

 

რესურსები

2.I. ვიზუალური მასალა: ანრი ტულუზ ლოტრეკის “ცირკი”, ედგარ დეგას “მის ლალა ფერნანდოს ცირკში”, ჟორჟ სიორას “ცირკი”. სახატავი ფორმატი, ფერადი ფურცლები, სახატავი ფურცელი, გუაში/აკვარელი ან პასტელი ფუნჯი, ფლომასტერი, მაკრატელი.

 


2. აქტივობა II. "მუზეუმში"

ერისთავის სურათი ,,მუზეუმში

მოსწავლეები ხატავენ ნამუშევარს თემაზე “მუზეუმში”. მოსწავლეებმა უნდა გამოსახონ მუზეუმის კედელი და შეავსონ იგი პატარ-პატარა სურათებით და ქანდაკებებით. 

მოსწავლეებმა მეხსიერებით უნდა დახატონ ერთი ან რამდენიმე ცნობილი ნამუშევარი. მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს, რომ არ არის საჭირო რომელიმე ხელოვანის ნაწარმოების ზუსტი ასლის დახატვა - საკმარისია, ოდნავ მიამსგავსონ “მუზეუმში” განთავსებული ნახატები იმ ნაწარმოებებს, რომლებიც განსაკუთრებით მოეწონათ და დაამახსოვრდათ.



“მუზეუმში”, დიმიტრი ერისთავი

  

რესურსები

2.II. ნებისმიერი სახატავი მასალა.