1. შერეული მასალითა და სხვადასხვა ტექნიკით ქმნის წიგნის სანიშნებს, ღია ბარათებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და სხვ.

ტიპური აქტივობები

I. აქტივობა "წიგნის სანიშნი"

თეთრი ფურცლის ერთ მხარეს კონტურით იხატება პატარა ზომის პეპელა, თევზი, ყვავილი და სხვა. მეორე მხრიდან ფურცელი უნდა გაფერადდეს უსისტემოდ, რაც შეიძლება ჭრელად. დახატული ნახატი გამოიჭრება და დაეწებება ფერადი ფურცლის ზოლს, რომელსაც მოსწავლეებმა დამატებით შეიძლება დაუხატონ სხვადასხვა სისქის ხაზები (კავ­შირი ..II.1.) და გასალამაზებლად გაუკეთონ ლენტის ან სქელი ძაფის ყუნწი.

პეპლის, თევზის ან ყვავილის დახატვისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ზომა უნდა შეესაბამებოდეს ფერადი ფურცლის ზოლს,  რომელზეც ისინი დაეწებება.


რესურსები

1.1. თეთრი სახატავი ფურცლის ნახევარი, ფერადი ფურცლის 3 სმ სიგანის და 10 სმ სიგრძის ზოლი, პასტელი ან გუაში, წებო, მაკრატელი, ლენტი ან ფერადი სქელი ძაფი.

 

 

II. აქტივობა "პეპელა"

1.II. მავთული მოიკეცება (შუაზე, თანაბრად) ორად და ორივე წვერს ერთად ჩამოეცმევა 3-4 მძივი ან ღილი; ქაღალდი (დაახლოებით, 10X10 სმ) უნდა დაიკეცოს მარაოსავით, მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეს მოკეცილი მარაოს შუაში 2 ნახვრეტის გაკეთებაში, ისიც ჩამოეცმევა მავთულს და გაიშლება; შემდეგ მავთულს ჩამოაცვამთ 1 ღილს და 1 შედარებით მოზრდილი მრგვალი მძივის ბურთს (თავი); მორჩენილი მავთულის ბოლოები ოდნავ დაიგრიხება (ულვაშები). 

 

რესურსები

1.II. 10 სმ სიგრძის რბილი და თხელი მავთული, დიდ ნახვრეტიანი მძივები, ღილები, ან პლასტილინი; 5X10 სმ ნაჭრებად დაჭრილი ფერადი ქაღალდები.

 
 

შენიშვნა

1. მოსწავლემ უნდა ისწავლოს სხვადასხვა მასალის დანიშნულება და სპეციფიკა, იცოდეს საღებავების ხმარების ტექნოლოგია და მათი მოვლა: საღებავები შეაზავოს პლასტმასის პალიტრაზე ან ცალკე ფურცელზე და არა საღაბავის ქილებში; ფერიდან ფერზე გადასვლისას არ ჩააწოს გაურეცხავი ფუნჯი საღებავში - ფუნჯი გარეცხოს წყლიან ქილაში; სამუშაოს დამთავრების მერე არ დატოვოს საღებავი თავდაუხურავი, პალიტრა და ფუნჯი კი - გაურეცხავი და არ ჩაალაგოს ფუნჯები ქილაში თავდაყირა. მოსწავლემ უნდა ისწავლოს, ამა თუ იმ შემთხვევაში საჭირო მასალით სარგებლობა და ერკვეოდეს, რა რასთან ერთად იხმაროს.