1. საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე

ტიპური აქტივობა 

1. აქტივობა  "წერილი მეგობრებს"

კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად. ყოველმა ჯგუფმა უნდა დახატოს და აჩვენოს  დანარჩენებს წერილი – ნახატი, ანუ დახატოს რაიმე ამბავი, რომლის გამოხატვაც შეიძლება ერთი წინადადებით (მაგ. ჩვენ მივდივართ ზოოპარკში, მეშინია მგლის, მიყვარს ჩემი ძაღლი). მოგებულია ის ჯგუფი, რომელიც პირველი გამოიცნობს წერილის შინაარსს. ქულები ერიცხება იმ ჯგუფს რომლის ნახატიც ყველასთვის გასაგები იქნება. კავშირი: ..II.6. 

 

რესურსები

1. ოთხად გაჭრილი სახატავი ფურცლები, ფანქრები. 


შენიშვნა

1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს და სიტყვიერად ჩამოაყალიბოს საკუთარი ნამუშევრის თემა; რა მასალა და ხერხები გამოიყენა; შესრულებული ნამუშევარი, ჩაფიქრებულის მსგავსია თუ არა. თუ მოსწავლეს აზრის ჩამოყალიბება და თავისი იდეების გადმოცემა უჭირს, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მიმანიშნებელი კითხვების დასმით.