2. ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე)

ტიპური აქტივობები  

აქტივობა I. "ტონალური კვადრატები" 

(2 გაკვეთილი)

 

I გაკვეთილი

ქაღალდისგან გამოჭრილ, ორი ზომის კვადრატებზე ცდების გაკეთება - თხელი მუყაო (კანფეტის კოლოფები, მაგარი ქაღალდი...) დაჭრან დიდ 4X4სმ და პატარა 2X2სმ. კვადრატებად. მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს - ყველა კვადრატი უნდა შეიღებოს სხვადასხვა, სუფთა და შედგენილი, შეზავებული ფერით. მოსწავლეებს პალიტრაზე უდევთ სუფთა ფერები, ხოლო დამხმარე ფურცელზე კი, ერთმანეთში აზავებენ საღებავების მცირე რაოდენობას. ჯერ აზავებენ მხოლოდ ორ ფერს (მაგ. წითელი და მწვანე, ან ნებისმიერი სხვა ორი სუფთა ფერი) თანაბარი რაოდენობით, შემდეგ ცოტა წითელი და მეტი მწვანე, ცოტა მწვანე და მეტი წითელი; ან იგივენაირად – მწვანე და თეთრი...) და ასე მოსინჯავენ ყველა ფერის კომბინაციას. თუ მოსწავლეებს ახლად შედგენილი ფერი მოეწონებათ, მუყაოსგან გამოჭრილ სუფთა კვადრატს ერთ მხარეს უნდა დააწერონ, თუ რომელი ფერები შეურიეს ერთმანეთს (მაგ. ყვითელს + ცოტა შავი) და მეორე მხარე კი შეღებონ ამ ფერით. შეღებილი კვადრატები უნდა გაშრეს და ყველამ თავისი “კვადრატები” შეინახოს მომდევნო გაკვეთილისთვის.

 

II გაკვეთილი

მოსწავლეები იღებენ დიდ გაფერადებულ კვადრატებს, შემდეგ - მომცრო ზომის სხვა ფერად შეღებილ კვადრატებს და უყურებენ, ლამაზია თუ არა, რა რას უხდება ან არ უხდება.

 უხდება - არ უხდება(პირობითად)

მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასიამოვნო კომბინაციას და აკრავენ რვეულში. რვეულში ჩაკრულ კვადრატებს უნდა მიაწერონ, რა ფერების კომბინაციით იყო მიღებული კონკრეტული ტონალობები.

 

რესურსები

2.I. მაგარი ქაღალდი ან თხელი მუყაო, გუაშის საღებავი, მაკრატელი, წებო, სავარჯიშო რვეული.

 

შენიშვნა

2.I. ფერები უნდა შეზავდეს უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად – მაგ. ჯერ ყვითელში შეურიონ ყველა დანარჩენი ფერი, მერე წითელში და ა.შ. თუ მოსწავლეებს დააკლდებათ მუყაოს კვადრატები, კიდევ გამოჭრან.

  


2. აქტივობა II.  "ვხატავთ კოსტიუმირებულ ადამიანებს"

მოსწავლეები ხატავენ სხვადასხვა კოსტიუმებში ჩაცმულ ადამიანებს (შესაძლოა საყვარელი ფილმის ან წიგნის გმირები) ფანქრით და აფერადებენ კოსტიუმებს რვეულში ჩაკრული ტონალური კომბინაციების მიხედვით. მოსწავლეებმა ფერების შეხამებისას უნდა ისარგებლონ მეგობრების კომბინაციებითაც.

  

რესურსები

2.II. სახატავი ფურცლები. უბრალო ფანქარი, გუაშის საღებავი, სავარჯიშო რვეულში ჩაკრული ტონალური კვადრატების ნიმუშები.

  

შენიშვნა

2.II. შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს კოსტიუმების გადახატვა რომელიმე ილუსტრაციიდან ან მისცეს მათ რაიმე კონკრეტული თემა, მაგ. “კარნავალი” ან “კოსტიუმები ჩვენი სპექტაკლისთვის” (ანუ სპექტაკლი, რომელსაც კლასი რეალურად ამზადებს). ამ აქტივობის გამეორება შეიძლება მომდევნო წლებშიც. მომავალში ამ კომბინაციებით რაიმეს გაფორმება შეუძლიათ (პლაკატი, ღია ბარათი, აბსტრაქცია, კოსტუმი, დეკორაცია და სხვა).