1. მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას)

ტიპური აქტივობა 

1. აქტივობა "თევზები" 

(გუნდური სამუშაო)

მოსწავლეები ამზადებენ სახატავ ფურცლებს გამოსაჭრელი თევზებისთვის (იყენებენ პასტელს, მშრალ ქაღალდზე გუაშს, წინასწარ დასველებულ ქაღალდზე აწვეთებენ გუაშის საღებავს). ფურცელი უნდა იყოს მთლიანად გაფერადებული და ჭრელი (შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკის და მასალის შერევა).

ამ აქტივობისთვის ჯგუფური სახის მისაცემად, მოსწავლეებს ფურცლის წყვილ-წყვილად შეღებვა შეუძლიათ. შეღებილი ფურცლები აირევა და ისე დაურიგდებათ მოსწავლეებს გამოსაჭრელად.

გაფერადებული ფურცლები უნდა მოიკეცოს ორად. ერთი მხრიდან მოსწავლეები დახატავენ ნაირ-ნაირ თევზებს და გამოჭრიან ორმაგად მოკეცილ ფურცელს. შედეგად მიიღებენ თევზების სიმეტრიულ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს უნდა დაეწებოს. დაწებების დროს, თევზებს სათითაოდ შუაში უნდა ჩაეყოლოს ძაფის ყუნწები ჩამოსაკიდად, ან ერთ გრძელ ძაფზე ერთმანეთის მიყოლებით დაწებდეს რამდენიმე თევზი.

გამოჭრის შემდეგ მორჩენილი საკმარისი ზომის მონაჭრები  შეიძლება შემოიჭრას, შელამაზდეს, რამეს მიემსგავსოს (მაგ. ვარსკვლავს, მთვარეს, რვაფეხას და ა.შ.) და ისიც აიკინძოს.

  

რესურსები

1. პასტელი, გუაში, აკვარელი, ფუნჯი, ღრუბელი, წებო, მაკრატელი, სქელი ძაფი, სახატავი ფურცლები, ფორმატი, სკოტჩი.

  

კავშირი სხვა საგნებთან

1. ბუნ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.

  

შენიშვნა

დავალების გასართულე- ბლად, შესაძლებელია, შესრულდეს აპლიკაცია იმავე თემაზე ან მოსწავლეებმა შეასრულონ გამოსახულებები თბილი და ცივი, ძირითადი და მეორადი ფერებით და დაასახელონ ისინი. (კავშირი შედეგთან: ..1.1. ინდიკატორი 2).

1. მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, ნათლად დაანახოს მოსწავლეებს, რომ საერთო საქმის შესრულებისას მნიშვნელოვანია არა მარტო კონკრეტული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობა და ხარისხი, არამედ ყველა მოსწავლის შეთანხმებული საქმიანობა! მნიშვნელოვანია, გამოსაჭრელი ფიგურების დახატვის დროს მასწავლებელმა მოსწავლეებს მიუთითოს, თუ როგორ გაანაწილონ ფურცელზე რაციონალურად ნახატი, რაც შეიძლება მეტი ფიგურის დასატევად. აქვე შეიძლება აღინიშნოს, თუ რისგან კეთდება ქაღალდი და რატომ უნდა ვხარჯოთ იგი ეკონომიურად.