ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა

აქტივობის აღწერა

  • ილუსტრაციის მიხედვით ნაწარმოების განწყობის ამოცნობას;
  • ილუსტრაციების  მიხედვით  წასაკითხი  ნაწარმოების შინაარსის ამოცნობას;
  • ილუსტრაციების შერჩევას წაკითხული ნაწარმოებისთვის;
  • ნაწარმოების  წაკითხვით  აღძრული  ემოციების  გადმოსაცემად ფერების, მუსიკის, სხვადასხვა ხმოვანი ეფექტების შერჩევას;
  • ნაწარმოებისთვის მუსიკალური ფონის შერჩევას;
  • ნაწარმოებისთვის ანიმაციური კლიპის შექმნას;
  • მიზნობრივი ტექსტების შექმნას ელექტრონულ ფორმატში;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

ტექსტის არავერბალური ელემენტების გამოყენება მისი შინაარსის აღქმისა და გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და, ბუნებრივია, ნებისმიერი მკითხველი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად მიმართავს ამ ხერხს. დამწყები მკითხველი ინტენსიურად იყენებს ტექსტის არავერბალურ ნაწილებს, როგორც რეცეფციის დამხმარე საშუალებას. კითხვის უნარების განვითარებასთან ერთად კი მკითხველს უკვე შეუძლია შეაფასოს,  რამდენად არის დაცულ შესაბამისობა ტექსტის ორ კომპონენტს შორის.