ტაშით, კაკუნით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს

ტიპური აქტივობები

ა) მასწავლებელი ტაშით ან კაკუნით გამოხატავს ორ რიტმულ ნახაზს. მოსწავლეები პირველს არქმევენ მარშის რიტმს, მეორეს კი, თანაბარი მოძრაობით, საათის წიკწიკს ადარებენ.

მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ, იმახსოვრებენ ორივე ნახაზს და იმეორებენ.


შენიშვნა

ამ აქტივობის ათვისების შემდეგ, შეიძლება მისი გართულება და უკვე სამი რიტმული ნახაზიდან ერთ- ერთის ამოცნობა


ბ) მასწავლებელი ტაშით ან კაკუნით გამოხატავს წინა აქტივობის ერთ-ერთ რიტმულ სურათს, მოსწავლეები ამოიცნობენ. - მარშია თუ საათის წიკწიკი? - ეკითხება მასწავლებელი.