თანაკლასელებთან ერთად აჰყვება მუსიკას, უკრავს სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებისაგან შემდგარ ,,ანსამბლში’’, ,,ორკესტრში’’
ტიპური აქტივობები
მასწავლებელი დაფაზე წერს 4/4 ზომის რამ- დენიმე მარტივ რიტმულ ნახაზს.
4-5-კაციან ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები დამოუკიდებლად შეისწავლიან მათთვის განკუთვნილ რიტმულ ნახაზს და ტაშით გამოხატავენ მას. საბოლოოდ ჯგუფებმა თანმიმდევრულად, პაუზის გარეშე უნდა შეასრულონ მასწავლებლის მიერ დაფაზე დაწერილი გაერთიანებული რიტმული ნახაზი.
რესურსები
დაფა, მარკერი.
შენიშვნა
ამისთვის მასწავლებელმა რამდენჯერმე უნდა გაავარჯიშოს მოსწავლეები გადაბმით შესრულებაში. გაერთიანებულ ჩანაწერში, სასურველია, ერთმანეთს თვალსაჩინოდ გამოეყოს ჯგუფების პარტიები.