2. თამაში “სურათის აღწერა”

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა - თამაში “სურათის აღწერა” 

მოსწავლეები იყოფიან წყვილებად და ინაწილებენ ფუნქციებს. მასწავლებელი წყვილიდან ერთ-ერთს აძლევს სიუჟეტური (არ უნდა იყოს რთული და მრავალფიგურიანი) ნამუშევრის ილუსტრაციას. ილუსტრაციის მფლობელმა მოსწავლემ ისე დეტალურად უნდა აღწეროს ილუსტრაცია, რომ მეწყვილემ (რომელიც ვერ ხედავს ილუსტრაციას) შეძლოს ნახატის შესრულება. ბოლოს წყვილები ადარებენ ორიგინალს და მოსწავლის ნამუშევარს. მოიგებს ის წყვილი, რომლის ნამუშევარიც ყვალაზე მეტად ემსგავსება  ორიგინალს. კავშირი: ..VI.7.­-3.

 

რესურსები

2. რაიმე ნაწარმოებების რეპროდუქციები, ნებისმიერი სახატავი მასალა

  

შენიშვნა

2. მასწავლებელს შეუძლია აქტივობაში მონაწილე წყვილებს დაურიგოს როგორც ერთნაირი, ისე განსხვავებული რეპროდუქციები. მასწავლებელმა უნდა ურჩიოს მოსწავლეებს წყვილებად დანაწილდნენ შემდეგი პრინციპით – ერთი უკეთ ხატავს, მეორე უკეთ ყვება.