3. ხატავს ნატურიდან (მაგ. მარტივ ნატურმორტს)

ტიპური აქტივობა 

3. აქტივობა I. "თაიგული ლარნაკში"

მოსწავლეები ხატავენ ნატურიდან მარტივ თაიგულს (დრაპირება არ არის საჭირო) (იხ. IV თავი).


რესურსები

3.I. პასტელი, გუაში, აკვარელი სახატავი ფურცლები, ფუნჯები.


3. აქტივობა II. "თაიგული ლარნაკში"

თაიგული ლარნაკში

მოსწავლეები წვრილ ნაკუწებად დახევენ ან დაჭრიან ჟურნალების ფერად გვერდებს. დაახარისხებენ ნაკუწებს ფერების მიხედვით. 

თეთრ ან წინასწარ მომზადებულ ფერად ფურცელზე ფანქრით მკრთალად მონიშნავენ წარმოსახვით შექმნილი ლარნაკის და თაიგულის კონტურებს და გააკეთებენ აპლიკაციას მოზაიკის პრინციპით ისე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები.





 

რესურსები

3.II. ფერადი ჟურნალების გვერდები, თეთრი ფურცლები ან წინასწარ მომზადებული დაფერილი ფურცლები, წებო, მაკრატელი.

  

შენიშვნა

3. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ძალიან მარტივი ნატურმორტი – გვირილების ან მინდვრის (უბრალო ფორმის) ყვავილების თაიგული სადა ლარნაკში ან ქილაში. ნატურმორტი ყველა მოსწავლისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იდოს. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შესაძლოა, ორი თაიგულის ოთახის სხვადასხვა კუთხეში დადგმა. ფონი სადა უნდა იყოს (ოთახის კედელი). მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ ლარნაკის პროპორციის, სწორი ფორმის, შუქ-ჩრდილის, მოცულობის, ყვავილების ზუსტი რაოდენობის გადმოცემა. მთავარია ობიექტის კომპოზიციური განლაგება ფურცელზე (არ უნდა იყოს ძალიან პატარა ან იმდენად დიდი, რომ ფურცელზე არ დაეტიოს) და ნატურმორტის მიახლოებითი ფორმა და ფერადოვნება.