3. თეთრი ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის სინათლის ხარისხს (ნათელი, ბნელი), ტონალობას (ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვა)

ტიპური აქტივობები  

3. აქტივობა I. "სპექტრი და გრადაცია" 

2 თეთრი სახატავი ფურცელი წინასწარ დაყოფილია 4 X 6 უჯრაზე (ჰორიზონტალური ორიენტაცია).

სპექტრი და გრადაცია

მოსწავლეები ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით ღებავენ  უჯრებს სპექტრის ერების მიხედვით: წითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი + შავი და ყავისფერი.

ჰორიზონტალურად I უჯრა არის სუფთა, გაუზავებელი ფერი, ხოლო VI - ბოლო უჯრა - რჩება თეთრი.

სუფთა, გაუზავებელ ფერში, ნელ-ნელა, თეთრი საღებავის გარევით, მოსწავლემ თანდათან უნდა გააბაცოს ფერი, ანუ ჯერ სუფთა საღებავში ურევს ოდნავ თეთრ საღებავს და შეღებავს II უჯრას, შემდეგ იმავე ნარევში დაუმატებს კიდევ ცოტა თეთრს და შეღებავს III უჯრას და ასე V უჯრის ჩათვლით.

ფურცლები უნდა გადაებას ერთმანეთს უკნიდან სკოტჩით ან ჩაეწებოს რვეულებში. ამრიგად, მივიღებთ ვერტიკალურ ხაზზე სპექტრს, ხოლო ჰორიზონტალურად - გრადაციას.

მომავალში მოსწავლეები ისარგებლებენ ამ ნიმუშებით სხვადასხვა სახის დავალების შესრულების დროს.

   

შენიშვნა

3.I. თითოეული მოსწავლისთვის - 2 ცალი A4 ფორმატის წინასწარ 4X6 უჯრად დაყოფილი თეთრი სახატავი ფურცელი, გუაში, პალიტრა, ფერების გასაზავებლად ქაღალდი ან ერთჯერადი თეფში, ფუნჯი.

 

 

3. აქტივობა II. "გრადაცია – ნაძვის ხის მოსართავი"

ორმაგად მოკეცილ ფურცელზე დახატონ 5 ერთმანეთზე პატარა ზომის (დიამეტრი, დაახლოებით 10, 8, 6, 4, 2 სმ) წრე და გამოჭრან. მიიღებენ 5 წყვილ, სხვადასხვა ზომის წრეს. შეღებონ - დიდი მუქად, მომდევნო - უფრო ბაცად და ა.შ. და ერთმანეთზე დააწებონ სიდიდის მიხედვით. დიდ წრეს მეორე მხრიდან დაეწებება სხვა ფერის საღებავის გრადაციით შეღებილი ასეთივე კომპლექტი. ნამუშევრებს გაუკეთდებათ ყუნწები ან აიკინძება გირლიანდად.

  

რესურსები

3.II. სახატავი ფურცლები, ფუნჯი, გუაში, პალიტრა, მაკრატელი, წებო, სქელი ძაფი.