1. ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს (მაგ. წელიწადის დროები)

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. “სოფელი შემოდგომაზე”

მოსწავლეები ხატავენ შემოდგომის პეიზაჟს. პეიზაჟის ფონი მზადდება ღრუბლით, შემდეგ ფუნჯით დაიხატება ბუნება შემოდგომის შესაფერისი ფერებით.

 

რესურსები

1.I. ნებისმიერი სახატავი მასალა. ვიზუალური მასალა: ვინსენტ ვან გოგის, კამილ პისაროს, დავით კაკა-ბაძის, თენგიზ მირზაშვილის და სხვა პეიზაჟები.


კავშირი სხვა საგნებთან

1.I. ბუნ.I.4. მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების აღწერა.



1. აქტივობაII: აბსტრაქტული ნამუშევარი განცდა

გაკვეთილზე საუბრობენ რაიმე მოვლენაზე, ამბავზე (ამინდი, სიზმარი, ზღაპარი) ან ისმენენ შესაფერის მუსიკას, რის შემდეგაც მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს აბსტრაქტული - უსაგნო ნამუშევრის დახატვას, სადაც მათი განწყობა, შთაბეჭდილება მხოლოდ ფერის საშუალებით იქნება გადმოცემული – ნამუშევარი უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ქაოტურად განლაგებულ ფერად ლაქებს, ხაზებს და ფერთა გამით, ხაზების ხასიათით გამოხატავდეს მოსწავლის განწყობას.

 

რესურსები

1.II. სახატავი ფურცლები, საღებავები ან პასტელი.

     

შენიშვნა

1.II. ამ აქტივობისთვის შეგნებულად არ არის რეკომენდებული ვიზუალური მასალა, რათა სხვისი ნამუშევრების დათვალიერებამ ზეგავლენა არ მოახდინოს მოსწავლეების ნამუშევარზე.