7. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით (წინა, შუა და უკანა პლანი, ნახევარტონები)*

ტიპური აქტივობები

7. აქტივობ I. (იხ. აქტივობა: VI.1.-4.)

მოსწავლეები დახატავენ კუბებს რომბებით (იხ. ს.გ. V.1.-2. აქტივობა .II.) და გააფერადებენ წახნაგებს რომელიმე ერთი ფერის (მხოლოდ ლურჯი, მხოლოდ ყვითელი...) გრადაციით.

 

 კუბები

 

შენიშვნა

7.1. მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, ყურადღებით შეხედონ მზა ნამუშევარს - ხან თვალი გაუშტერონ, ხან სცადონ ნამუშევრის მკაფიოდ დანახვა. მოსწავლეები დაინახავენ, თუ როგორ ცვლის დაჟინებული მზერა ნამუშევრის მოცულობის ეფექტის აღქმას – ის, რაც ერთი წამით ადრე წინა პლანზე იყო, უეცრად მეორე პლანზე გადავიდა.

 

 

7. აქტივობ II. მომავლი ქალაქი

მოსწავლეები ფანქრით ხატავენ მომავლის ქალაქს – სახლებს (ახლოს - დიდები, შორს - პატარები), ქუჩას და აფერადებენ ნახატს ისე, რომ მკვეთრად გამოირჩეოდეს წინა (ინტენსიური ფერები) და უკანა (შედარებით ბაცი ფერები) პლანები.