სიტყვების მიხედვით წინადადების შედგენა.
აქტივობის მიზნები
- ტექსტის აღქმის, გააზრებისა და გაანალიზების უნარის განვითარება;
- პუნქტუაციის წესების ათვისება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური.
რესურსები
რვეული, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე მარტივ, მოსწავლეებისთვის ნაცნობ სიტყვას და სთხოვს მოსწავლეებს: ა) შეადგინონ წინადადება მოცემული სიტყვების გამოყენებით; ბ) შედგენილი წინადადება ჩაწერონ რვეულებში; გ) წინადადების ბოლოს დასვან შესაბამისი სასვენი ნიშანი. მაგ:
ყვავილები, ლარნაკში, დედამ, ჩააწყო /დედამ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო/. ბავშვები, მუზეუმში, მასწავლებელმა, წაიყვანა/მასწავლებელმა ბავშვები მუზეუმში წაიყვანა./ ნინო, აწყობენ, კუბიკებით, და, გიგა, კოშკს/ნინო და გიგა კუბიკებით კოშკს აწყობენ.
აქტივობის ხანგრძლივობა: 8-10 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენება;
- თხრობითი/კითხვითი წინადადებების აგება;
- სიტყვათა დასაკავშირებლად კავშირების გამოყენება;
- მოცემული სიტყვების გამოყენებით წინადადების შედგენა;
- დასრულებული აზრის წერილობით ჩამოყალიბება.
მეთოდური შენიშვნა
სასურველია, რომ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წინადადებები იყოს მარტივი, ნასწავლ ტექსტებში მრავალჯერ წაკითხული; სახელები და ზმნები კი მოცემული იყოს სათანადო ბრუნვებსა და ფორმებში, როგორც ეს ნიმუშშია ნაჩვენები.