სიტყვათა წყვილები

რესურსები

ნახატები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ასახელებს ბგერათა მიხედვით მსგავს სიტყვათა წყვილებს, მაგალითად, ბარი - ფარი, კარი - ქარი, ჩირი - ჭირი, ღარი - ხარი და ა.შ. დაასახელებს რა ერთ წყვილს, მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ ბგერობრივი სხვაობა ამ სიტყვებს შორის. მაგალითად, ერთში პირველი ასო-ბგერაა ”ბ”, მეორეში - ”ფ”. მასწავლებელი აჩვენებს ამ საგნების ამსახველ ნახატებს შესაბამისი წარწერით, რათა მოსწავლეთა გონებაში ჩაიბეჭდოს ამ სიტყვების წერილობითი ხატი და მათ ვიზუალურადაც დაინახონ განსხვავება სიტყვათა წყვილებში.


შეფასება

შეფასდება ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ასევე  ყურადღების კონცენტრირების უნარი.


მეთოდური მითითება

მასწავლებელს შემდგომ ეტაპზე შეუძლია ისეთი წყვილების შერჩევა, რომლებსაც განსხვავებული ასო-ბგერა (შეიძლება ორიც) შუაში აქვთ  (მაგალითად, ბურუსი - ბუსუსი).