5. დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას

ტიპური აქტივობა  

4, 5. აქტივობა "შთაბეჭდილება" 

ეს აქტივობა კავშირშია ამავე შედეგის მე-4 ინდიკატორთან. 

მუზეუმის, გალერეის ან კულტურის ძეგლის დათვალიერების შემდეგ მოსწავლემ მათზე საუბარი და მიღებული შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის ვერბალური ჩამოყალიბება რომ შეძლოს, ყოველი ასეთი ღონისძიებისას, სავარჯიშო რვეულში უნდა გააკეთოს ჩანახატები და მოკლე ჩანაწერები: ჩაიხატოს ისტორიული ძეგლი ან მისი დეტალი, ორნამენტი; ჩაინიშნოს თარიღები და სახელწოდებები. ღონისძიების შემდეგ, გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს დისკუსია, სადაც მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, გაანალიზებენ ნანახს.