3. აკვირდება, როგორ იცვლება ობიექტის ზომა დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში

ტიპური აქტივობა  

3. აქტივობა "შორს და ახლოს"

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეპროდუქციებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლება ობიექტის ზომა სხვადასხვა პლანზე განლაგების მიხედვით (სახლები, ხეები, ადამიანები).

ამის შემდეგ მოსწავლეები ამზადებენ არქიტექტურულ “ლანდშაფტს” კოლაჟის ტექნიკით. კავშირი: ..IV.2.

იღებენ მუყაოს პატარა ყუთს (წინა მხარის გარეშე) ან უბრალოდ მოკეცილ მუყაოს, ვერტიკალურ გვერდებზე ხატავენ პეიზაჟს, ჰორიზონტალურზე კი მიწას და ბალახს. მოსწავლეები ქაღალდისგან გამოჭრიან სხვადასხვა ზომის და ფერის სახლებს და დააწებებენ სიმაღლის მიხედვით: დიდები, მაღლები - წინა პლანზე, პატარები - უკანაზე.

  

რესურსები

3. ვიზუალური მასალა: მეინდერტ ჰობემას “ხეივანი”, პიერო დელა ფრანჩესკას “იდეალური ქალაქი”, რაფაელის “მარიამის დაწინდვა”, იან ვან ეიკის “კანცლერ როლენის მადონა”; მუყაოს ყუთი, ქაღალდი, წებო.

 

კავშირი სხვა საგნებთან

3. მათემატიკა

 

შენიშვნა

3. ეს ყუთები შეიძლება გამოიყენონ თოჯინების სპექტაკლის დასადგმელად.