საუბრობს იმაზე, რომ მუსიკა გამოიყენება კინოში, თეატრში, საინფორმაციო საშუალებებში

ტიპური აქტივობები

ა) მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს უხმო ფრაგმენტს ნ. ჯანელიძის ფილმიდან „იავნანა“, როცა გაზრდილი ქეთო დედას სიმღერით იცნობს და ეკითხება, მიხვდნენ თუ არა, რა მოხდა? ხოლო შემდეგ – აჩვენებს იმავე მონაკვეთის გახმოვანებულ ვარიანტს. მოსწავლეები მსჯელობენ მუსიკის როლის მნიშვნელობაზე სინთეზური ხელოვნების სხვა დარგებში.

ბ) იმავე აქტივობას ახორციელებს უ. დისნეის ფანტაზიით ვივალდის „წელიწადის დრონის“ მიხედვით. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯერ მუსიკა  მოვასმენინოთ.


რესურსები

ვიდეო აპარატურა, ვიდეო მასალა: ფრაგმენტები ნ. ჯანელიძის ფილმიდან „იავნანა“,  დისნეის ფანტაზია ვივალდის „წელიწადის დრონის“ მიხედვით.