1. საუბრობს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ფუნქციურ დანიშნულებაზე (თავდაცვითი, საკულტო, საყოფაცხოვრებო არქიტექტურა და სხვ.)

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა I.

მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს არქიტექტურის არსსა და მნიშვნელობას, შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, სხვადასხვა ტიპის შენობების ჩამოთვლას და მათი ფუნქციების ჩამოყალიბებას. ამ მსჯელობის დროს მასწავლებელი ყოველ ფუნქციას თავის სახელს დაარქმევს - მაგ. ტაძარი, ციხე-სიმაგრე, საცხოვრებელი სახლი. შემდეგ მასწავლებელი ყოველ დასახელებას შეუსაბამებს მის ფუნქციურ დასახელებას – ტაძარი – საკულტო ნაგებობა, ციხე-სიმაგრე – თავდაცვითი, საცხოვრებელი სახლი – საყოფაცხოვრებო, ხიდი – საინჟინრო და ა.შ. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას, მოსწავლეები ასახელებენ, თუ რა ტიპის ნაგებობას ხედავენ, შესაფერისი ტერმინების გამოყენებით. მასწავლებელს შეუძლია შეაბრუნოს კითხვები: მაგ. რისთვის არის საჭირო ციხე-სიმაგრე? ტაძარი? მოსწავლეებმა ასევე უნდა გამოთქვან მოსაზრება, მათი აზრით, რომელი სოციალური ფენისთვის იყო განკუთვნილი ესა თუ ის ნაგებობა.

კავშირი: ..V.10.–2.

 

რესურსები

1. ვიზუალური მასალა: ნარიყალა, გორის ციხე, ვარძია; ევროპული ციხე-სიმაგრეები და სასახლეები; ეგვიპტური პირამიდა, სამხრეთ ამერიკული პირამიდა; სთოუნჰენჯი, რომის აკვედუკი, თერმები, ქართული ქვის ხიდები, სხვა ხიდები; ქართული ტაძრები: ალავერდი, ჯვარი, შუამთის მონასტერი; ევროპული ტაძრები – კიოლნის, პარიზის ღვთისმშობლის, სანტა-მარია დელ ფიორეს.

 

შენიშვნა

1.I. ტერმინები: გუმბათი, ბაზილიკა, გალავანი, ტაძარი, შენობა, ნაგებობა, არქიტექტურა, საკულტო, საყოფაცხოვრებო, საინჟინრო.



1. აქტივობა II. ქალაქი

გუნდური სამუშაო (2-3 გაკვეთილი)

მოსწავლეები დაიყოფიან 2-3 კაციან ჯგუფებად, გაინაწილებენ, ვინ რა ტიპის შენობას ააგებს და სხვადასხვა ზომის კოლოფებით, მუყაოთი, ხავსით, ტოტებით (იხ. III და IV კლასები) ააგებენ  ქალაქს, რომელშიც ყველა ტიპის ნაგებობა იქნება (რამდენიმე სახლი – დიდი და პატარა, ტაძარი, გალავანი, ხიდი...); შეღებავენ შენობებს და დაამაგრებენ მუყაოს 1 დიდ ან რამდენიმე მცირე ზომის ნაჭერზე წინასწარ მომზადებულ ლანდშაფტზე. მოსწავლეები იმსჯელებენ გაგებული შენობების ტიპებსა და დანიშნულებაზე. 

  

რესურსები

1.II. მუყაოს რამდენიმე მოზრდილი ნაჭერი, მუყაოს, კონსერვის პატარა კოლოფები, ხავსი, გაზეთი, წვრილი კენჭები, ქვიშა, პოლიეთილენის პარკი (ტბის ან მდინარის იმიტაცია), წებო, მაკრატელი.