5. ბუნებრივი და ხელოვნური მასალის (გირჩა, ტოტი, მძივი, ფოთოლი, მარცვლეული, პლასტილინი, ხის ქერქი, ფიჩეჩი და სხვ.) გამოყენებით ქმნის სათამაშოს

ტიპური აქტივობები 

5. აქტივობა I. სათამაშო - “ასანთის კოლოფის კაცუნა”

ასანთის კოლოფის თავსახურს ყველა მხრიდან,  გარდა ძირისა, უნდა შემოეკრას და დაეწებოს შესაბამისი ზომის თეთრი ქაღალდი. ზევიდან მოსწავლეები დაუხატავენ ან დააწებებენ (მძივები, ღილები) თვალებს, პირს. პატარა წითელი ფერის ქაღალდის კონუსით გაუკეთებენ ცხვირს.  გვერდებზე დააწებებენ ფერადი ქაღალდით  დამზადებულ ფოჩებს - თათებს, თავზე ფერადი ქაღალდით, ფუჩეჩით, ძაფებით გაუკეთებენ თმებს. ასანთის კოლოფის სახურავს ჩამოიცვამენ ორ თითზე და აათამაშებენ, აალაპარაკებენ “კაცუნას”. 

 

რესურსები

5.I. ასანთის კოლოფები, ფერადი ქაღალდები, ფუჩეჩი, სქელი ძაფები, მძივები. 

 

 

5. აქტივობა II. "ჩიტები ბუნებრივი მასალისგან"

მოსწავლეებმა უნდა მოაგროვონ და მოიტანონ სხვადასხვა ზომის ფოთლები, მძივები, ნაძვის  წიწვები, მცენარეების თესლები ან მარცვლეული და სახატავ ფურცელზე გააკეთონ კოლაჟი.

ჩიტები ბუნებრივი მასალისგან


რესურსები

5.II. ფოთლები, ნაძვის  წიწვები, მძივები, წებო, სახატავი ფურცელი, მაკრატელი.

 

შენიშვნა

5.II. მასწავლებელი არ არის ვალდებული მოსწავლეებს შეასრულებინ ზუსტად ისეთივე ნამუშევარი, რომელიც თვალსაჩინოებისთვისაა ჩადებული ცხრილში.