საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება

აქტივობის აღწერა

  • კონკრეტული  ნიშნით ინფორმაციის  მოძიებასა და  ამოკრებას ტექსტიდან;
  • ჟურნალის/გაზეთის გვერდის აწყობას არსებული ინფორმაციით;
  • ინფორმაციის კატეგორიზაციას თემატურად;
  • აზრობრივი რუკების/სქემების შექმნას;
  • გაზეთის/ინტერნეტ-გვერდის მიხედვით მოკლე დაიჯესტის გაკეთებას;
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

სწავლა-სწავლების მოცემულ ეტაპზე არამხატვრული ტექსტების გაგება და გარკვეული კლასიფიკატორების მიხედვით მათში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთ ძირითად საკითხავ ამოცანას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ისიც, რომ მოსწავლემ უნდა მოახერხოს ახლად შეძენილი ინფორმაციის ინტეგრირება იმ ცოდნასა და გამოცდილებასთან, რომელსაც ის უკვე ფლობს. მან უნდა დაინახოს ეს კავშირები, გაავლოს პარალელები, აღმოაჩინოს მათ შორის არსებული წინააღმდეგო- ბები და დამთხვევები. კითხვის ამ ეტაპზე, სასურველია, ყურადღება  დაეთმოს ინტერ-ტექსტუალურ და ინტერდისციპლინარულ კავშირებს. ტექსტში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ მიმართებათაგან (მაგ., მსგავსება/განსხვავება, მოვლენათა ჯაჭვი/ქრონოლოგიური თანმიმდევრობა) ამ ეტაპზე მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ამოცნობა ტექსტში გადმოცემულ ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.