1. ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა სად და როდის

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ნაწარმოებების ისეთი ფრაგმენტების ამსახველ მასალას, სადაც სამოსელის, ვარცხნილობის, აქსესუარების და გარემოს დეტალების მიხედვით მოსწავლეები შეძლებენ სურათზე გამოსახული ქვეყნის ან ეპოქის გამოცნობას (მაგ. ეგვიპტის ფარაონის თავსაბური, ბერძნული ტუნიკა, რომაული სატრიუმფო თაღი, ჩინური მარაო, ლონდონის ორსართულიანი წითელი ომნიბუსი და სხვ.). ამის შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს მთლიან სურათებს, რომლებზეც მოსწავლეები მოძებნიან უკვე ნანახ ფრაგმენტებს და მათ ამის მიხედვით შეამოწმებენ თავიანთი ვარაუდების სისწორეს.

   

რესურსები

1. ნებისმიერი ვიზუალური მასალა, სადაც ნათლად ჩანს ეპოქისა თუ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტიპური დეტალები და აქსესუარები.

  

კავშირი სხვა საგნებთან

1. საზ.მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.

 

შენიშვნა

1. სასურველია, რომ ვიზუალურ მასალაზე დეტალურად იყოს გამოსახული ინტერიერები, ქალაქის ხედები ან პეიზაჟები - კარგად მოსჩანდეს არქიტექტურა და სატრანსპორტო საშუალებები. აგრეთვე უმჯობესია, - წარმოდგენილი იყოს მრავალფიგურიანი კომპოზიციები, რათა შესაძლებელი გახდეს დასკვნების გამოტანა არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსონაჟის დათვალიერების საფუძველზე.