9. აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას

ტიპური აქტივობა

9. აქტივობა საახალწლო მოსართავები” 

ქაღალდის გადაკეცვა

ბრტყელი ფიფქები: კვადრატის ფორმის ფურცლები 3-4 ჯერ ისე უნდა დაიკეცოს, რომ ყოველ ჯერზე სამკუთხა  ფორმა მიიღოს. 

 

 

ფიფქის გამოჭრაგადაკეცილ სამკუთხა ფორმის ფურცლის ნაკეცებიან კიდეებზე მოსწავლეები გამოჭრიან პატარა სამკუთხედებს, რკალებს, სხვა მათ მიერ მოფიქრებულ ფორმებს. სამკუთხედის შუაში (იწყებენ იმ გვერდიდან, რომელსაც არ აქვს ნაკეცები და არ ჩაუჭრიათ) უნდა დაიხატოს რაიმე ტეხილი ხაზი და ამ ხაზის მიხედვით ამოიჭრას ზედმეტი ქაღალდი.

 


დაკეცილი ფურცლის გაშლისას, გამოვა ფიფქი. ფიფქები შეიძლება აიკინძოს გირლიანდად ან გაუკეთდეს ყუნწები და დაიკიდოს ნაძვის ხეზე, ფარდაზე და ა.შ.


ქალგალდი და მაკრატელი

მოცულობით ფიფქები: 6 კვადრატის ფორმის ფურცელი უნდა გადაიკეცოს დიაგონალზე და მიღებული სამკუთხედი კიდევ ერთხელ დაიკეცოს შუაზე. მიღებული სამკუთხედი ისე უნდა ჩაიჭრას სამი პარალელური ხაზით კიდიდან მოკეცვის ადგილამდე, რომ მოკეცვის ადგილთან დარჩეს ჩაუჭრელი ადგილი (დაახლოებით 3-4 მმ).

 

 

 

ფიფქის მომზადება

ფურცელი მთლიანად უნდა გაიშალოს. ამოსწიეთ ცენტრთან ყველაზე ახლო მდებარე ორი კუთხე, ერთმანეთს ისე მიადეთ, რომ მილის ფორმა მიიღოს და დააწებეთ კუთხეები სკოტჩით.

 




ფიფქის მომზადება

გადააბრუნეთ ფურცელი და მომდევნო ორი კუთხე იმავე ხერხით ისე დააწებეთ, რომ დაწებებული კუთხეები პირველის საპირისპირო მხარეს იყურებოდნენ. შემდეგ ისევ გადააბრუნეთ ფურცელი და დააწებეთ შემდეგი კუთხეები... რამდენჯერაც ჩაიჭრება ფურცელი, იმდენი კუთხე უნდა დაწებდეს ერთმანეთის მიყოლებით (ცენ- ტრიდან) და ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. 



ფიფქის გადაწეპება

მიღებული ფიგურები სამ სამად შეაერთეთ კუთხეებით, დაამაგრეთ ერთმანეთზე სტეპლერით ან წებოთი.




 

დიდი ფიფქი

მიღებული ორი ფორმა შეაერთეთ, დაამაგრეთ ერთმანეთზე სტეპლერით ან წებოთი. იმისთვის, რომ ფიფქმა ფორმა კარგად დაიჭიროს, ერთმანეთს დააწებეთ გვერდიგვერდ მდებარე “ფრთები”. ცენტრში, სადაც ფიფქის ნაწილები ერთმანეთზეა დამაგრებული, გაუკეთეთ ყუნწი.