2. ამოიცნობს ნაწარმოების ჟანრს (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, და სხვ.) და გამოყოფს ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ ნიშანს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა "რომელია ზედმეტი" 

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ერთი ჟანრის - მაგ. პორტრეტის ამსახველ რეპროდუქციებს, რომლებშიც შერეულია სხვა ჟანრის - მაგ. ნატურმორტის - ერთი რეპროდუქცია. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რომელია ზედმეტი და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრებები (მაგ. “მოცემულია ბევრი პორტრეტი, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, ხოლო ნატურმორტი, რომელზეც გამოახულია ხილი და ბოსტნეული, ზედმეტია, რადგანაც სხვა ჟანრს მიეკუთვნება”).

  

რესურსები

2. ფერწერული, გრაფიკული ნაწარმოებების ილუსტრაციები.