რას ვაკეთებ კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს და კითხვის დას- რულების შემდეგ?

WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

ეს აქტივობა მოსწავლეებს სთავაზობს კითხვის რამდენიმე მნიშვნელოვან სტრატეგიას   და საშუალებას აძლევს მათ, დააკვრიდნენ და თავად განსაზღვრონ, თუ როდის არის მიზანშეწონილი თითოეული მათგანის გამოყენება.

 

აქტივობის მიზანი მოწავლეები

1. მოახერხებენ კითხვის იმ სტრატეგიების ამოცნობასა და სახელდებას, რომლებსაც ხშირად მიმართავენ;

2. შეძლებენ ამ სტრატეგიების კლასიფიცირებას კითხვის ეტაპების მიხედვით;

3. აითვისებენ კითხვის ახალ სტრატეგიებს.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, ბარათები, დაფის მაგნიტი.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცხრილს, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად (იხ. ცხრილი ¹1  ), ხოლო  თავის მაგიდაზე აწყობს ამობრუნებულ ბარათებს, რომლებზეც ჩამოწერილია კითხვის მარტივი სტრატეგიები:

  • ვიხსენებ, რა ვიცი ან რა მსმენია იმ თემაზე, რომელსაც ტექტი ეხება
  • (წინარე ცოდნის გააქტიურება);
  • ვაკვირდები ტექსტის სათაურს, ილუსრაციებს და ვცდილობ გამოვიცნო ტექსტის შინაარსი (ვარაუდების გამოთქმა ტექსტის სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით);
  • ვცდილობ გავიხსენო, ხომ არ მსმენი, გადამხდენია ან წამიკითხავს მსგავსი რამ (წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან, სხვა  ტექსტთან დაკავშირება);
  • საკუთარი სიტყვებით ვყვები წაკითხულს (წაკითხულის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა);
  • ფანრით მოვნიშნავ იმ ადგილებს, რომლებიც ყველაზე მთავარია ტექში (მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა);
  • ფანრით  მოვნიშნავ  იმ ადგილებს, რომლებიც  კარგად ვერ გავიგე და უნდა დავაზუსტო;
  • ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ვცდილობ გამოვიცნო, რა მოხდება შემდეგ (ვარაუდების გამოთქმა);
  • როცა რომელიმე სიტყვის მნიშნელობა ვერ ვიგებ, ვეძებ ლექსიკონში

(ლექსიკონის გამოყენება) და სხვ.

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ამ ჩამონათვალში (მაგ., დაუკავშიროს რომელიმე კონკრეტულ მასალას), ხოლო უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის განავრცოს ეს ჩამონათვალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცხრილს, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად (იხ. ცხრილი ¹1), ხოლო თავის მაგიდაზე აწყობს ამობრუნებულ ბარათებს,

შესავსები ცხრილი

ცხრილი ¹1

 

2.  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რას აკეთებენ ისინი კითხვის დაწყებამდე, როცა წინ უდევთ გადაშლილი წიგნი და აპირებენ რომელიმე მოთხრობის, ლექსის, იგავ-არაკის, ზღაპრის ან საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვას, კითხვის დროს და ბოლოს, მოცემული ტექსტის წაკითხვის შემდეგ.

3. ამის შემდეგ მასწავლებელი მორიგეობით იძახებს დაფასთან მოსწავლეებს. მათ უნდა აირჩიონ ბარათი, ხმამაღლა წაიკითხონ რა წერია მასზე და ბარათი მაგნიტის საშუალებით მიამაგრონ დაფაზე, საჭირო სვეტში (იხ. შევსებული ცხრილის ნიმუში, სურათი ¹.....).

ბარათები

შევსებული ბარათები ა

ცხრილი ¹1


შეფასება

ამ აქტივობის უმთავრესი მიზანი კითხვის სტრატეგიების სწავლებაა. ამდენად, მისი მიმდინარეობისას სასურველია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. ამ აქტივობით შეიძლება შეფასდეს,

  • აკვირდება თუ არა მოსწავლე საკუთარი კითხვის პროცესს;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს მის მიერ გამოყენებული მარტივი სტრატეგიების იდენტიფიცირება;
  • აკვირდება და ითვისებს თუ არა მოსწავლე კითხვის ახალ სტრატეგიებს.

 

მეთოდური  მითითება

ეს აქტივობა ექსპლიციტურად  სთავაზობს მოსწავლეებს კითხვის სტრატეგიების ჩამონათვალს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მათ მოსწავლისთვის გასაგები, მარტივი ენით მიაწოდოს დავალების პირობაც და თავად სტრატეგიების ჩამონათვალიც. არ არის სასურველი სპეციალური ტერმინოლოგიით გაჯერებული ტექსტების შეთავაზება. ამგვარი აქტივობების გამოყენება შესაძლებელია V და VI კლასებშიც.