რადიოგადაცემა

რესურსი

 რადიოგადაცემების აუდიოჩანაწერი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს წარმოიდგინონ, რომ არიან ერთ–ერთი რადიოს ჟურნალისტები და ამზადებენ საინფორმაციო გადაცემას. მასწავლებელი  ჯერ ასმენინებს  მათ მსგავსი გადაცემის ჩანაწერს,შემდეგ  სთავაზობს მათ თემატიკას  და აძლევს არჩევანის  შესაძლებლობას. თემები შეიძლება იყოს: ჩვენი კლასის ამბები, ”ბარსელონამ” ისევ მოიგო, სათამაშოების გამოფენა გაიხსნა, ქალაქის თავზე მფრინავი თეფში გამოჩნდა და სხვ. ერთ-ერთმა მოსწავლემ შეიძლება იტვირთოს რადიო-წამყვანის როლი. მოსწავლეები ამზადებენ ტექსტს და წარმოადგენენ კლასის წინაშე. მათ უნდა გაითვალისწინონ მიზანი (მსმენელის ინფორმირება) და აუდიტორია, რომლისთვისაც საინფორმაციო გადაცემა მზადდება.

 

შეფასება

შეფასდება, იცნობს თუ არა მოსწავლე საინფორმაციო ხასიათის ტექსტის სტრუქტურას და აგების ძირითად პრინციპებს, როგორ ახერხებს შექმნას საინფორმაციო ტექსტი მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

 

მეთოდური მითითება

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიწაფებიან ამ ტიპის რადიოგადაცემების მომზადებასა და ზეპირად წარმოდგენაში, შესაძლებელია გადაცემის გამრავალფეროვნება სხვადასხვა რუბრიკით, მაგალითად, ჩვენი საყვარელი ანეკდოტები, რეკლამის ხუთი წუთი, სენსაციები, ეს საინტერესოა, იცით თუ არა, რომ... და ა. შ.